კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ მივაღწიოთ ფინანსურ კეთილდღეობას?

როგორ მივაღწიოთ ფინანსურ კეთილდღეობას?

1634
0 / 5

ავსტრალიელი ეკონომისტის, ჯოზეფ შუმპეტერის თქმით, "ერის ფულადი წესრიგი არის ასახვა იმისა, რაც ერს სურს, აკეთებს, იტანჯება და არის. და, ამავე დროს, ერის ფულადი წესრიგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის მოქმედებასა და მის ბედზე". როგორც მოგეხსენებათ ერი საერთო ტერიტორიაზე თითოეული ადამიანისგან შემდგარი ერთობლიობაა და სწორედ ამიტომ, ყოველი მათგანის ფინანსურ კეთილდღეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ფინანსურ-ეკონომიკური წესრიგისათვის.

მაინც რა არის ფინანსური კეთილდღეობა, რომელიც ასე აქტუალური თემაა დღეს მთელს მსოფლიოში?

სკოლის უფროს კლასელ მოსწავლეებთან ჩატარებულ გამოკითხვებიდან, თუ ვისთვის რას ნიშნავდა ფინანსური კეთილდღეობა, პასუხები იყო განსხვავებული და მრავალფეროვანი:

ფინანსური კეთილდღეობა ჩემთვის ნიშნავს:

  • სრულ კომფორტს;
  • ბევრ ფულს;
  • რომ არ გიჭირს;
  • რაც მოგინდება, რომ იყიდი;
  • იცი, როგორ გადაანაწილო ხელფასი ოჯახის უზრუნველსაყოფად;
  • რომ გამომუშავებული გაქვს ხარჯვის ჩვევები;
  • მქონდეს ფინანსური მიზნები და გეგმა მათ მისაღწევად.

ერთი მხრივ, ფინანსური კეთილდღეობა შეიძლება იყოს მდგომარეობა, როდესაც ადამიანი აკონტროლებს ყოველდღიურ თუ ყოველთვიურ ფინანსებს, აქვს ფინანსური შოკის შთანთქმის უნარი და შეუძლია არჩევანის გაკეთება ფინანსური მიზნის მისაღწევად. მეორე მხრივ, კი ვფიქრობ, რომ ფინანსური კეთილდღეობა - ეს არის ბალანსი ფულის გონებრივ, სულიერ და ფიზიკურ ასპექტებს შორის ანუ თუ როგორ ვფიქრობთ, ვგრძნობთ და გვჯერა ფულთან დაკავშირებით. რაც მთავარია, ფინანსური კეთილდღეობა მიიღწევა შრომით, თუმცა ამ კეთილდღეობის გასაღები არა შრომა, არამედ თქვენი აზროვნებაა.

თითოეულმა ადამიანმა მიზნად ფინანსური კეთილდღეობა და სტაბილურობა რომ დაისახოს, ამით ხელი შეეწყობა ერის ფინანსურ ინტეგრაციას.

ვფიქრობ, უნდა გამოიყოს სამი ძირითადი კონცეფცია ფინანსური პოლიტიკის უზრუნველსაყოფად:

  • ფასების სტაბილურობა;
  • ფინანსური ეფექტურობა;
  • ფინანსური სტაბილურობა.

უპირველეს ყოვლისა, მსჯელობა დავიწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სადაც ფასების სტაბილურობა განისაზღვრება, როგორც მდგომარეობა, რომელშიც ფასების ზოგადი დონე სტაბილურია ან ინფლაციის მაჩვენებელი საკმარისად დაბალია, ისე რომ ტრანზაქციების ნომინალურ განზომილებასთან დაკავშირებული მოსაზრებები აღარ იქნება ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი ფაქტორი.

რაც შეეხება ფინანსურ ეფექტურობას, შეიძლება ითქვას, რომ არის მდგომარეობა, როდესაც ფინანსურ სისტემაში არსებული რესურსები გამოიყოფა ყველაზე ღირებული საინვესტიციო შესაძლებლობებისათვის, რაც შესაძლოა ყველაზე დაბალ ფასად.

მივადექით ყველაზე მნიშვნელოვანს - ფინანსურ სტაბილურობას, სადაც თითოეულ მოქალაქეს დიდი როლი აკისრია. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ფინანსურ სისტემას აქვს უნარი, ბაზრის მონაწილეებს მიაწოდოს მომსახურება ნორმალურ თუ სტრესის პირობებში. ეს უკანასკნელია სწორედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

მნიშვნელოვანია, ადამიანმა აკონტროლოს ხარჯები საკუთარი შემოსავლების შესაბამისად და კარგად ესმოდეს საჭიროებაზე დახარჯული ფული ან სათანადოდ დანაზოგების გაკეთება.

გიფიქრიათ, როგორ უნდა მივაღწიოთ ფინანსურ კეთილდღეობას?

  • პირველ რიგში, ერთი კვირის განმავლობაში აღწერეთ, რამდენი არასაჭირო ნივთი იყიდეთ, რომელიც თითქმის არაფერში გჭირდებოდათ, მაგალითად საფულე (როცა ორი-სამი ან მეტი საფულე უკვე გაქვთ);
  • დაიანგარიშეთ არასაჭირო ხარჯები და დაიწყეთ დანაზოგის გაკეთება სასურველი ფორმით;
  • დაიცავით ბიუჯეტი, აკონტროლეთ შემოსავლის მიხედვით საჭირო და არასაჭირო ხარჯები;
  • შექმენით გადაუდებელი შემნახველი ფონდი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის;
  • დახარჯეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე თქვენი შემოსავლებია და ნუ აიღებთ ვალს, რომლის გადახდაც გაგიჭირდებათ;
  • დაიწყეთ ინვესტიციების განხორციელება, თუნდაც ყველაზე მცირე მოცულობით. მაგალითად, აუცილებელი არ არის მემამულემ მარცვლეულის დათესვა რამდენიმე ჰექტარზე დაიწყოს, თუ ამის საშუალება არ აქვს, ამისთვის საკმარისია რამდენიმე კვადრატული მიწის ათვისებაც, რაც თანდათანობით სწორი მუშაობითა და შრომით სისტემატიურ შედეგს გამოიღებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფინანსური კეთილდღეობის გასაღები შენი აზროვნებაა, ასე რომ "შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს!".