სესხის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია სესხის გამცემ ორგანიზაციებში სესხის გაცემის პროცესსა და მის ძირითად ეტაპებზე შეიქმნათ წარმოდგენა, რათა ამ პროცესს ინფორმირებული და მომზადებული შეხვდეთ.
სესხის გაცემის პროცესი სესხის გამცემი ორგანიზაციებისა და სასესხო პროდუქტის მიხედვით განსხვავებულია. სესხის გაცემის პროცესი ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ან რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
- განაცხადის შევსება სესხის მისაღებად;
- სესხის გამცემის მიერ მსესხებლის მონაცემებისა და მოთხოვნის შესწავლა და მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება;
- გასაცემი სესხის მოცულობისა და მსესხებლის გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით სესხის გამცემის მიერ სესხის უზრუნველყოფის მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღება;
- სესხის დამტკიცება;
- მსესხებელთან სესხის ხელშეკრულების დეტალების, მათ შორის, სესხის დაფარვის გრაფიკის შეთანხმება;
- სესხის გაცემა.