კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სესხის ტიპები

ადამიანებს მათ ირგვლივ არსებული გარემოს სწრაფი განვითარების პარალელურად, ყოველდღიურად ახალი მოთხოვნილებები და საჭიროებები უჩნდებათ. მათ დასაფინანსებლად კი ზოგჯერ სესხის გამოყენების საჭიროებაც დგება. როგორც წესი, როცა სესხის აღების გადაწყვეტილებას იღებთ, კარგად იცით, თანხას როგორ გამოიყენებთ, ის კი, თუ სად და რა პირობით აიღებთ სესხს, ფიქრისა და განსჯის საგანია. მთავარი, რაც სესხის აღების გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ფინანსური პროდუქტის შეძენის დროს უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ გადაწყვეტილება არა სპონტანურად, არამედ გონივრულად - მის საჭიროებაზე დაფიქრების, სხვადასხვა ალტერნატივების შედარებისა და თქვენთვის საუკეთესო შემოთავაზების არჩევის შემდეგ მიიღოთ. 

სესხების სხვადასხვა ტიპი არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს საერთო ის აქვს, რომ აღებული თანხა დამატებით სარგებელთან ერთად კრედიტორს უკან უნდა დაუბრუნდეს, მათი რიგი მახასიათებლების მიხედვით დაჯგუფება მაინც შესაძლებელია. ერთ-ერთი მახასიათებელი, რითიც სხვადასხვა სასესხო პროდუქტი ერთმანეთისგან შეგვიძლია განვასხვავოთ, სესხის მიზნობრიობაა. ამ მენიუში სესხებს სწორედ მიზნობრიობის მიხედვით განვიხილავთ და დავახასიათებთ.

სესხის მიზნობრიობა - ეს არის ის დანიშნულება, რის დასაფინანსებლადაც მსესხებელი ნასესხებ თანხას იყენებს. ხშირად საკრედიტო ორგანიზაციები სესხზე შესათავაზებელ პირობებს სწორედ სესხის მიზნობრიობით განსაზღვრავენ. ამ პირობებში შეიძლება იყოს სესხის ვადისა და პროცენტის დიაპაზონი, სესხის ასაღებად საჭირო უზრუნველყოფა, სესხის გადახდის გრაფიკი და სხვა. რამდენადაც მიზნობრიობა ფიზიკური და იურიდიული პირების შემთხვევაში განსხვავებულია, ფიზიკური პირები სესხს პირადი, იურიდიული პირები კი ბიზნესის საჭიროებებისთვის იღებენ, სესხის ტიპებიც მსესხებლის სტატუსის შესაბამისად განსხვავდება.

მოდი, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ყველაზე გავრცელებული ტიპები და მათი თავისებურებები დავახასიათოთ, ბიზნესის საჭიროებებისთვის გაცემული სესხების თავისებურებებს კი მეწარმეებისათვის განკუთვნილ მენიუში გაეცნობით. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციაში სესხის კომერციული სახელწოდება შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს, თუმცა, ყველა მათგანში სესხების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრა მაინც სესხის მიზნობრიობის მიხედვით ხდება. ამიტომ, ჩვენც ყველაზე მეტად გავრცელებული სესხების მახასიათებლების აღწერას სწორედ მიზნობრიობის მიხედვით გავაკეთებთ. 

მიზნობრიობის მიხედვით ყველაზე მეტად გავრცელებულია სესხის შემდეგი ტიპები: