კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სად შეიძლება ისესხოთ თანხა?

კონკრეტული საჭიროებისთვის ფულის სესხებისთვის დღესდღეობით სხვადასხვა წყარო არსებობს. ისინი ერთმანეთისგან სესხის გაცემის პროცედურით, სესხის პირობებით, საკრედიტო პროდუქტების მრავალფეროვნებით, საკრედიტო საქმიანობის თავისებურებით განსხვავდებიან. როდესაც კონკრეტულ გამსესხებელს ირჩევთ, აუცილებელია, კარგად გააანალიზოთ, თუ რა პასუხისმგებლობასა და რისკს იღებთ მასთან ურთიერთობის დაწყებით. ამისთვის საუკეთეო გზა კი მასზე ინფორმაციის მოძიებაა.