სამსახურში გასვლამდე დაისვენეთ
ახალი სამსახურისთვის მზადება ხშირად თავისუფალ დროსთან თუ ძველ ცხოვრებასთან „გამოთხოვებით“ იწყება. სამსახურის წინა დღეების დატვირთვა გართობით და დამღლელი აქტივობებით არასწორია. დაღლილობამ, ნაბახუსევმა ან არაკონცენტრირებულობამ, შესაძლოა ახალ კოლეგებთან არასასურველი შთაბეჭდილების შექმნაში დიდი როლი ითამაშოს. იმისთვის, რომ მოემზადოთ ახალი გამოწვევებისთვის, სამსახურის დაწყების წინა დღეებში ნუ დაგეგმავთ წვეულებებს, ლაშქრობას და დრო დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმეთ .
მოემზადეთ წინა დღით
პირველი დღე ახალ სამსახურში ბევრ ფიქრთან და საზრუნავთანაა დაკავშირებული. იმისთვის, რომ ახალი სამუშაო დღის დილა ზედმეტად დატვირთული არ გამოგივიდეთ, შეეცადეთ, რისი მომზადებაც წინასწარ შეიძლება, წინა დღით მოიმზადოთ. მაგალითად, მოაწესრიგეთ ტანისამოსი, გაიმზადეთ ლანჩი და შეინახეთ შესაბამის კონტეინერში, რომ დილით მის მომზადებაში დრო არ დაკარგოთ.
მზად იყავით მსუბუქი საუბრებისთვის პირველ სამუშაო დღეს
ახალი სამსახურის პირველი დღე შეიძლება დატვირთული იყოს სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარებით. ეს ნიშნავს, რომ სანამ თქვენი სამუშაო სივრცე ბოლომდე აღიჭურვება, თქვენ გექნებათ დრო, გაეცნოთ თანამშრომლებს და მათთან პირველი კონტაქტი დაამყაროთ. ხშირად, ახალი თანამშრომლებისთვის რთული ხდება საუბრის დაწყება იმ მიზეზით, რომ მათ ძირითადად, არ იციან, რა ინტერესების სფერო აქვს კონკრეტულ ადამიანს. ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად, რეკომენდებულია წინასწარ მოამზადოთ მსუბუქი, ნეიტრალური თემები, რომელზე საუბარსაც თავისუფალ დროს შეძლებთ.
იყავით პუნქტუალური
აღიჭურვეთ სამუშაოსთვის საჭირო მინიმალური ნივთების კომპლექტით, როცა არ იცით რა დაგხვდებათ სამსახურში
თქვენი სამუშაოს პირველ დღეებში საჭირო ნივთების მობილიზებას დრო დასჭირდება, ამიტომ უმჯობესია თუ თან იქონიებთ საჭირო ნივთების მინიმალურ ჩამონათვალს მაინც, რომლებიც სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს: რვეული ჩანაწერებისთვის, კალამი, სტიკერები, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ და სხვა.
შესაბამისად ჩაიცვით
შეეცადეთ სამსახურში გასვლამდე გაარკვიოთ ორგანიზაციაში მიღებული ჩაცმის სტილი. ეს დაგეხმარებათ, კომფორტულად იგრძნოთ თავი სამუშაოს პირველივე დღეს და თავიდან აიცილოთ შეუსაბამო ჩაცმულობით გამოწვეული დისკომფორტი.
ეცადეთ გაცნობილი თანამშრომლების ვინაობა კარგად დაიმახსოვროთ
მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიაზე
მნიშვნელოვანია, მინიმალურ ინფორმაციას მაინც ფლობდეთ იმ კომპანიაზე, რომელშიც სამუშაოდ მიდიხართ. ეს საკითხი აქტუალურია არა მარტო უკვე მუშაობის დაწყების, არამედ გასაუბრებაზე მისვლის დროსაც. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი დაინტერესება ორგანიზაციის მიმართ ეყრდნობოდეს ფაქტებს, რასაც ამ კომპანიაზე ფლობთ, ასე უფრო მეტი სანდოობით ისარგებლებთ გასაუბრებაზე და მარტივადაც წამოიწყებთ საუბარს ახალ კოლეგებთანაც.
ღიად ესაუბრეთ უშუალო ხელმძღვანელს თქვენს სამსახურეობრივ ფუნქცია-მოვალეობებზე
მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი უნარები
იმისთვის, რომ ახალ გარემოში წარმატების მიღწევა შეძლოთ, არ დაიშუროთ ძალისხმევა და მაქსიმალურად აჩვენეთ თქვენი უნარები. გარემო, სადაც მიდიხართ, ძირითადად, დაკომპლექტებული იქნება ისეთი ადამიანებით, რომლებმაც ერთმანეთის შესაძლებლობები კარგად იციან და ნდობაც ჩამოყალიბებული აქვთ. ამ გარემოში სწრაფი ადაპტაციისთვის უმჯობესია, თუ ბოლომდე დაიხარჯებით და თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენთ.
გადახედეთ სამსახურისთვის საჭირო მასალას
იმისთვის, რომ ახალი სამუშაოსთვის შეძლებისდაგვარად მზად იყოთ, სასურველია წინასწარ გადახედოთ მასალებს, რაზე მუშაობაც მოგიწევთ. ეს დაგეხმარებათ სწორი შთაბეჭდილება შეიქმნათ სამუშაო სპეციფიკაზე.
ისარგებლეთ კომპანიის მიერ შემოთავაზებული დამატებითი სარგებლით
გარდა ხელფასისა, ხშირად ორგანიზაციები თავის თანამშრომლებს სთავაზობენ სხვადასხვა ტიპის სარგებელს კორპორატიული შეთავაზებების სახით. როგორც წესი, ასე არა მარტო სხვადასხვა მომსახურების ხელმისაწვდომ ფასად მიღების საშუალება გეძლევათ, არამედ ეს კარგი გზაა იმ სოციუმთან დასაახლოებლად, რომელშიც მუშაობთ.
უწყვეტი შემოსავლის მიღებისთანავე დაიწყეთ დაზოგვა
ის თუ სამსახურთან დაკავშირებული რომელი ფაქტორი გახდება პრიორიტეტული, იკვეთება მაშინ, როდესაც თქვენ არჩევანს აკეთებთ სხვადასხვა ალტერნატივას შორის. ალტერნატივებზე დაფიქრება შესაძლოა, მოგიწიოთ მაშინ, როცა სამსახურს აქტიურად ეძებთ ან როდესაც უკვე დასაქმებული ხართ და ახალ შემოთავაზებას ღებულობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ, გააანალიზოთ როგორც თითოეული შეთავაზება ინდივიდუალურად, ასევე, შეადაროთ ისინი ერთმანეთს და თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი გადაწყვეტილება მიიღოთ.