კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მოიწვიე ფინედუ კლასში

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ (www.finedu.gov.ge) დაინტერესებულ სკოლებს პერიოდულად სთავაზობს ფინედუს წარმომადგენლის სკოლაში სტუმრობას  და ფინანსური განათლების სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე 1 გაკვეთილის ჩატარებას, მათ შორის, სამაგიდო თამაშის გამოყენებით. 

რას მოიცავს გაკვეთილის თემატიკა?

გაკვეთილზე განიხილება ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხი, მათ შორის: ფულის ისტორია და ფულის ფუნქციები, პირადი ფინანსების მართვა და ფულის დაზოგვა, ფინანსური უსაფრთხოება, ფინანსური ტერმინები.

ვისთვის არის განკუთვნილი გაკვეთილები?

ფინედუს ინტერაქტიული გაკვეთილები განკუთვნილია III-XII კლასის მოსწავლეებისთვის, საკითხები განხილული იქნება ასაკის გათვალისწინებით.

ხოლო ფინედუს სამაგიდო თამაში განკუთვნილია VII კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის.

როგორია გაკვეთილის ფორმატი?

ფინედუს წარმომადგენლის ვიზიტის ფარგლებში ტარდება 2 გაკვეთილიდან რომელიმე:

1) ტრადიციული, ინტერაქტიული გაკვეთილი ტარდება საკლასო ოთახში. ხანგრძლივობა შეადგენს 45-60 წუთს. გაკვეთილი ითვალისწინებს პრეზენტაციის წარდგენას PowerPoint ფორმატში, ამიტომ სასურველია, სკოლას ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა (პროექტორი, ეკრანი)

2) სამაგიდო თამაში "ფინანსური ასოციაციობანა"- საგაკვეთილო საათი ეთმობა სამაგიდო თამაშს, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები ფინანსური განათლების ტერმინებს შეისწავლიან. 

რა პერიოდში არის შესაძლებელი ფინედუს კლასში მოწვევა?

პროექტი „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ტრადიციულად, წელიწადში ორჯერ, ფულის გლობალური  კვირეულისა (მარტი) და დაზოგვის მსოფლიო  დღის (ოქტომბერი) ფარგლებში ცხადდება. შესაბამისად, ფინედუს წარმომადგენლის კლასში მოწვევა მხოლოდ პროექტის გამოცხადების პერიოდშია შესაძლებელი. 

როგორ მოვიწვიო ფინედუ კლასში?

ფინედუს წარმომადგენლის კლასში მოსაწვევად, პროექტის დაანონსების შემდეგ, დაინტერესებულმა მასწავლებელმა უნდა შეავსოს შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა და დაელოდოს ფინედუს გამოხმაურებას. კლასის დარეგისტრირება და ფინედუს მოწვევა შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს. პროექტის პირობები და სარეგისტრაციო ფორმა კი ფინედუს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდება. 

ფინედუს მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.