რა შესაძლებლობები ახლავს სესხის აღებას?
რა რისკები ახლავს სესხის აღებას?
- დაკარგეთ ან შეგიმცირდათ შემოსავალი, შემცირებული შემოსავლებით კი ვეღარ ახერხებთ სესხის გადახდას;
- გაგეზარდათ ხარჯები, მათ შორის, როგორც მოულოდნელი, ისე - გეგმიური. მოულოდნელში იგულისხმება ისეთი ხარჯი, რომელიც ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს უკავშირდება, რაც სესხის აღების მომენტში წინასწარ არ გქონდათ განსაზღვრული და, შესაბამისად, არც დაზღვეული. მაგალითად, გაფუჭებული მანქანის შესაკეთებლად ან ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის გასარემონტებლად გაწეული ხარჯი.
აქვე, გასათვალისწინებელია ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკიც: როდესაც შემოსავალი გაქვთ ლარში და სესხს უცხოურ ვალუტაში იღებთ, მაშინ სესხის გადახდაც უცხოურ ვალუტაში მოგიწევთ. იმ შემთხვევაში, თუ უცხოური ვალუტის კურსი ლართან მიმართებაში გაიზარდა, თქვენ სესხის შენატანისთვის საჭირო უცხოური ვალუტის შესაძენად უფრო მეტი ლარის გადახდა მოგიწევთ, რაც თქვენ ფინანსურ მდგომარეობას დააზარალებს. ამ რისკის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია სესხის იმ ვალუტაში აღება, რომელშიც შემოსავალი გაქვთ. აღნიშნული რისკის შესამცირებლად და დასაბალანსებლად, საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია გარკვეული ლიმიტები. სესხის აღება უცხოურ ვალუტაში მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ სესხის მოცულობა ამ ლიმიტს სცილდება.
ხშირად რას ვერ ითვალისწინებენ მსესხებლები?