კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კომიქსები ბავშვებისთვის

გთავაზობთ კომიქსებს ბავშვებისთვის, რომელიც შეიქმნა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ინიტიატივით, პარტნიორი ორგანიზაციების - ბაზისბანკი, კრისტალი, თიბისი, საქართველოს ბანკი, კრედო ბანკი და ლიბერთი ბანკი მხარდაჭერითა და "თამაშობანას" კრეტიული გუნდის ჩართულობით.

კომიქსი - "ბიუჯეტირება და დაზოგვა"

"ბიუჯეტირება და დაზოგვა" მოზარდებს იმ სუპერძალის შესახებ მოუთხრობს, რომელიც მომავლის წინასწარ განჭვრეტასა და სათანადოდ დაგეგმვაში ეხმარება. აღნიშნულ კომიქსში 15 წლის თომას ისტორიაა მოთხრობილი, რომელსაც სანუკვარი მიზნის დასახვასა და განხორციელებაში მისი ოჯახის წევრები და 14 წლის მართა დაეხმარა. გაეცანით ამ ბროშურას, იქნებ, თქვენთვისაც გამოსადეგი აღმოჩნდეს თომას თავგადასავალი.  

 კომიქსი - "ინვესტიციების მართვა"

"ინვესტიციების მართვაში" ფულის სწორად და უსაფრთხოდ დაბანდების შესახებაა მოთხრობილი. აქაც მთავარი მოქმედი გმირები თინეიჯერი მეგობრები არიან, რომლებიც ფულის მოზიდვის გზებისა და დამატებითი სარგებლის მიღების გზებს იძიებენ ერთად. გაეცანით კომიქსს, იქნებ თქვენთვის საინტერესო ინვესტირების ხელსაწყოები აღმოაჩინოთ. 

კომიქსების გადმოსაწერად, დააჭირეთ აქ.