რა არის დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?
დანაზოგი გაუთვალიწინებელი შემთხვევებისთვის - ეს არის თანხის რეზერვი, რომელიც გადანახულია დაუგეგმავი ხარჯებისთვის და სხვა ფინანსური მოულოდნელობებისთვის. მაგალითად, მანქანის, ტექნიკის შეკეთებისთვის, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის, სამსახურის დაკარგვის შემთხვევისთვის და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს დანაზოგი შესაძლებელია, გამოიყენოთ როგორც მცირე, ისე მსხვილი ხარჯების დასაფარად, რომლებიც გაუთვალისწინებლად წარმოიშობა და ჩვეულებრივ, თქვენი ყოველთვიური ხარჯების ნაწილი არ არის.
რატომ უნდა გქონდეთ დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?
დანაზოგის გარეშე, მოულოდნელ ხარჯებთან გამკლავება რთულია - ეს გავლენას ახდენს თქვენს მიმდინარე თვის ბიუჯეტზე და შესაძლებელია, გამოიწვიოს გარკვეულ აუცილებელ ხარჯებზე უარის თქმა ან უფრო მეტიც - საჭირო გახდეს სესხის აღება, რაც თქვენს ხარჯებს საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გაზრდის და გრძელვადიან პერიოდში გავლენას იქონიებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე.
რამდენი უნდა იყოს დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?
როგორ შექმნათ დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?
არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ ერთდროულადაც და ცალ-ცალკეც:
დაზოგვის ჩვევის გამომუშავება - დაიწყეთ ყოველთვიურად თქვენი შემოსავლის გარკვეული ნაწილის გადადებით. დაისახეთ მიზანი, რამდენის შეგროვება გსურთ და განსაზღვრეთ გონივრული ვადა ამ მიზნის მისაღწევად ისე, რომ ყოველთვიურად შესაბამისი თანხის გადადება შეძლოთ. გახსოვდეთ, რომ სულ არაფერს, ცოტა თანხაც ჯობს და პატარ-პატარა მოცულობის თანხის გადადებითაც გარკვეულ დანაზოგს შექმნით. მთავარია, ეს ჩვევად გექცეთ და ყოველთვიურად დაზოგოთ თანხა. შესაძლებელია, გააქტიუროთ ავტომატური გადარიცხვის მომსახურება, რომელიც ხელფასის ჩარიცხვისთანავე, თქვენ მიერ მითითებული რაოდენობის თანხას ავტომატურად, ყოველთვიურად გადაიტანს ცალკე ანგარიშზე.
ფულადი შემოსავლებისა და გასავლების კონტროლი - ამ დროს მნიშვნელოვანია კონტროლი თქვენი შემოსავლების მიღებისა და ხარჯების გაწევის დროებზე, ასევე, შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობის აღრიცხვა. ხარჯების გაწევის დრო წინ არ უნდა უსწრებდეს შემოსავლების მიღებას. ამისთვის, მაგალითად, შეგიძლიათ მოელაპარაკოთ თქვენს კრედიტორებს და შეცვალოთ სესხის გადახდის თარიღი ისე, რომ შემოსავლის მიღების შემდეგ გიწევდეთ შენატანის გადახდა. გარდა ამისა, ხარჯებზე თვალყურის მიდევნება დაგეხმარებათ, მიღებული შემოსავალი სწორად გადაანაწილოთ ხარჯებზე და გარკვეული ხარჯების შემცირებით გამოათავისუფლოთ შემოსავლის ნაწილი, რომელსაც დანაზოგისთვის გადადებთ. ამისთვის გადახედეთ ხარჯებს და განსაზღვრეთ, სად არის უმჯობესი ხარჯების შეკვეცა - მაგალითად, იქნებ შესაძლებელია, სამსახურსა თუ სასწავლებელში გარეთ კვების ნაცვლად სახლში მომზადებული სადილი წაიღოთ.
სად ჯობია გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გაკეთებული დანაზოგის შენახვა?
დაგვეთანხმებით, სახლში დანაზოგის შენახვა არც თუ ისე უსაფრთხოა, ამასთან, მას არც სარგებელი ერიცხება და მისი დახარჯვის ცდუნებაც უფრო მეტია. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის დანაზოგის განსათავსებლად ყველაზე მოსახერხებელია მოთხოვნამდე, იგივე, შემნახველი დეპოზიტი. ეს არის უვადო ტიპის დეპოზიტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ დროს არის შესაძლებელია თანხის შეტანა და ან დეპოზიტიდან თანხის გამოტანა. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის დანაზოგის არსიც ხომ ის არის, რომ არ იცით, როდის დადგება ასეთი შემთხვევა და როდის დაგჭირდებათ თანხა, ამიტომ ის საჭიროების შემთხვევაში ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
თუ იპოთეკური სესხით სარგებლობთ, მეორე გზა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის დანაზოგის განსათავსებლად, არსებობის შემთხვევაში, ოფსეტური ანგარიშია. ამ ანგარიშზე თანხის განთავსებით, ერთი მხრივ, სესხზე გადასახდელი საპროცენტო ხარჯი გიმცირდებათ, მეორე მხრივ, კი მასზე განთავსებული თანხა თქვენთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია. გაიგეთ, გთავაზობთ თუ არა თქვენი ბანკი მსგავს მომსახურებას და თუ გთავაზობთ, რა პირობებით.
როდის გამოვიყენოთ დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?