ამ ეტაპზე სასურველია დააზუსტოთ შემდეგი საკითხები:
დააზუსტეთ ჩასატარებელი სამუშაოების რიგითობა
მნიშვნელოვანია, სწორად განსაზღვროთ, კონკრეტულად რა სამუშაოები ჩატარდება რემონტის მიმდინარეობისას და როგორი იქნება მათი რიგითობა. არის სამუშაოების გარკვეული ტიპი, რომელსაც ადვილად განუსაზღვრავთ განხორციელების დროს, მაგალითად, ადვილად შევთანხმდებით რომ ელექტრო გაყვანილობა უნდა მოწესრიგდეს კედლების დეკორატიულ გაფორმებამდე. თუმცა ყველა სამუშაო შეიძლება ასე ადვილად დასაგეგმი არ იყოს, ამიტომ დაგჭირდებათ პროფესიონალის რჩევა. სწორად დაგეგმილი სამუშაოები დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი მოვლენები და არასწორად შესრულებული სამუშაო, რაც, თავის მხრივ, დროითი და მატერიალური დანახარჯების ზრდას იწვევს;
შეარჩიეთ სარემონტო სამუშაოების დაწყების პერიოდი
დააზუსტეთ რემონტზე მომუშავე გუნდის გამოცდილება
დაადგინეთ, რამდენად აქვთ ხელოსნებს იმ საქმის კეთების გამოცდილება, რისთვისაც მათ დაიქირავებთ. მაგალითად, შესაძლოა თქვენ გსურდეთ ინტერიერში ისეთი შტრიხის შეტანა, რომელიც მათ პრაქტიკაში არ ჰქონიათ და აღმოჩნდეს რომ სამუშაოზე დაგთანხმდნენ, თუმცა პრაქტიკულად ვერ ასრულებენ.
დააზუსტეთ სარემონტო იარაღების საჭიროება
დააზუსტეთ მომსახურების ღირებულების გადახდის გრაფიკი
თქვენი ფულადი სახსრების უკეთ დაგეგმვისთვის, უმჯობესია, თუ თავიდანვე გეცოდინებათ, როდის გიწევთ მსხვილი გადასახდელების გასტუმრება. მნიშვნელოვანია სამუშაო გუნდთან დასაწყისშივე შეთანხმდეთ ანაზაღაურების გადახდის საკითხზე. იქიდან გამომდინარე, რომ მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ხშირად ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება, შესაძლოა არც თქვენთვის და არც დაქირავებული ხელოსნისთვის არ იყოს ხელსაყრელი მომსახურების ღირებულების ერთჯერადად გადახდა. აპრობირებული პრაქტიკაა მთლიანი თანხის დაყოფა ნაწილებად და დროის პროპორციულად გადახდა. მაგალითად, თუ სამუშაოების დასრულება დაიგეგმა 2 თვეში, ხოლო გადასახდელი თანხა 1 პირისთვის 2,000 ლარია, შეიძლება, შეთანხმდეთ ოთხ ნაწილად თანხის გადახდის პრინციპზე. ამ შემთხვევაში ყოველი თვის შუაში და დასასრულს დასაქმებული მიიღებს 500 ლარს და პროექტის დასასრულს მისი სრული ანაზღაურება იქნება 2,000 ლარი. ასევე, გავრცელებული პრაქტიკაა, შესრულებული სამუშაოს პროპორციულად თანხის გადახდა. მაგალითად, თუ შესრულდა სამუშაოს ნახევარი, ანაზღაურების სახით გაიცემა შეთანხმებული თანხის ნახევარი. ასევე შეგიძლიათ, შეიმუშაოთ ანაზღაურების გაცემის სხვა, ინდივიდუალური სქემაც.
განსაზღვრეთ რემონტის სავარაუდო პერიოდი
სამუშაო გუნდის შეკრებასა და მათთან სამუშაო სპეციფიკის განხილვასთან ერთად დაგეგმეთ რემონტის მიმდინარეობის პერიოდი. მნიშვნელოვანია, სწორად დაგეგმოთ და გააკონტროლოთ სამუშაოს მიმდინარეობა, რათა თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი დროითი და მატერიალური დანახარჯი.
განსაზღვრეთ, როდისაა ხელსაყრელი საჭირო მასალის შესყიდვა