თქვენი საკრედიტო რეპორტის ნახვის უფლება, დაინტერესების შესაბამისად, შესაძლოა ჰქონდეთ ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს:
პირადად თქვენ
საკუთარი საკრედიტო რეპორტის ნახვა ყოველთვის შეგიძლიათ, ამასთან, საკრედიტო ბიურო ვალდებულია, მინიმუმ წელიწადში სამჯერ მაინც ის უფასოდ მოგაწოდოთ. აქვე გასათვალისწინებელია, რომ თქვენ მიერ საკუთარი საკრედიტო რეპორტის ნახვა საკრედიტო რეიტინგზე არ აისახება;
საკრედიტო ორგანიზაციებს
სესხის აღების მიზნით მიმართვის შემთხვევაში, საკრედიტო ორგანიზაცია თქვენი საკრედიტო რეპორტის ნახვის ნებართვას გთხოვთ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საკრედიტო ორგანიზაციისგან სესხი გაქვთ აღებული, სესხით სარგებლობის პერიოდის განმავლობაში კრედიტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს თქვენზე ინფორმაცია საკრედიტო ბიუროში, რის თაობაზეც, ასევე, მითითებული იქნება შესაბამის ხელშეკრულებაშიც;
სხვა, არასაკრედიტო ტიპის ორგანიზაციებს
თქვენი საკრედიტო რეპორტის ინფორმაცია თქვენი თანხმობის საფუძველზე, შეიძლება ნახონ სხვა ტიპის ორგანიზაციებმაც (სადაზღვევო კომპანიებმა, სალიზინგო კომპანიებმა და სხვ.). ამგვარ საჭიროებას შესაძლოა თქვენი მომსახურების სპეციფიკა ითვალისწინებდეს; არასაკრედიტო ტიპის ორგანიზაციების შემთხვევაში, მიმდინარე ვალდებულების არსებობა არ ქმნის ბიუროს ბაზაში დაცული რეპორტის გადამოწმების საფუძველს და ყველა გადამოწმებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი თანხმობა.
კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებსაც, მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდესაც საკრედიტო ბიუროდან მომხმარებლის მონაცემები შეიძლება იყოს გამოთხოვილი.
მსგავსი თემები
- რა სიხშირით ახლდება ინფორმაცია საკრედიტო რეპორტში?
- რჩევები საკრედიტო რეიტინგის გასაუმჯობესებლად
- რა ინფორმაციას მოიცავს საკრედიტო რეპორტი?
- საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
- სესხი (კრედიტი)
- რა არის საკრედიტო ქულა და საკრედიტო რეიტინგი?
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- რას ემსახურება საკრედიტო რეპორტის არსებობა?