ამ მენიუში შეგიძლიათ გაეცნოთ ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებებს, ასევე, იმ ვალდებულებებს, რაც ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს ეკისრებათ მომხმარებლის მიმართ.
ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებები როგორც წესი, იდენტურ პრინციპებს ეყრდნობა. მაგალითად, მიუხედავად მომსახურე ორგანიზაციის ტიპისა, ყველა მათგანს მოეთხოვება მომხმარებლისათვის ცხადი და გასაგები ინფორმაციის მიწოდება, თუმცა საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით ბუნებრივია, ისინი ბევრი თავისებურებებითაც გამოირჩევიან.
გაეცანით თქვენს უფლებებს ფინანსური სექტორის წარმომადგენლების მიხედვით და მათ ვალდებულებებს მომხმარებლის მიმართ.