დაზოგვა - ეს არის რაიმე მიზნისთვის ფულის სამომავლოდ გადადება, ანუ შენახვა. დაზოგვა ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური უსაფრთხოებისა და ფინანსური მიზნების მიღწევის ანუ, საბოლოო ჯამში, თქვენი ფინანსური კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მიუხედავად შემოსავლის ოდენობისა, ყოველთვის უნდა ეცადოთ გარკვეული ნაწილი გადადოთ, რათა დაზოგვა დროთა განმავლობაში ჩვევად იქცეს. ეს დაგეხმარებათ, მიაღწიოთ თქვენს ფინანსურ მიზნებს და ამასთან, მუდმივად იქონიოთ საკმარისი თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად, რაც არაპროგნოზირებად მომენტებში სტაბილურობას გაგრძნობინებთ.