ზოგჯერ უზრუნველყოფის ტიპს სასესხო პროდუქტი განსაზღვრავს. მაგალითად, იპოთეკური სესხის აღებისას, სესხის შინაარსიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის სახით საჭირო იქნება უძრავი ქონება წარადგინოთ, ხოლო ავტო სესხის შემთხვევაში - შესაძენი ავტომობილი. რიგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის მიმართ მოთხოვნები დადგენილია საკანონმდებლო დონეზეც, თუმცა, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფის ტიპი და საჭიროება ძირითადად მაინც საკრედიტო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკის შესაბამისად დგინდება და დიდწილად მსესხებლისა და მასზე გასაცემი სესხის რისკიანობის დონეზეა დამოკიდებული.