კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სესხის უზრუნველყოფა და თავდებობა

სესხის აღებისას ხშირად უზრუნველყოფის წარდგენა მოითხოვება. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების მიხედვით, სესხის გაცემის მთავარი წინაპირობა მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სესხის გაცემა მხოლოდ იმ მოლოდინით უნდა ხდებოდეს, რომ მსესხებელი მისი შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით სესხის დაფარვას ზედმეტი ტვირთის გარეშე შეძლებს. მიუხედავად ამისა, დამატებით, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან თავდაცვის მიზნით, გამსესხებელმა შესაძლოა უზრუნველყოფაც მოითხოვოს.