რას მოიცავს ტრენინგის თემატიკა?
ტრენინგის თემატიკა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმაში, საბაზო საფეხურზე საგან „მოქალაქეობაში“ ინტეგრირებულ ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხებს:
- ფული და ბარტერი;
- ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი;
- საჯარო და კერძო საკუთრება;
- შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება;
- დაზოგვა და ქველმოქმედება;
- პროფესია და სამსახური;
- სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები;
- საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები;
- დაზღვევა;
- მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა;
- ფინანსური თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება.
როგორ არის აგებული ტრენინგი?
ტრენინგი მოიცავს, როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და ჯგუფურ აქტივობებს, რაც მასწავლებლებს დაეხმარება გაკვეთილების ეფექტიანად დაგეგმვასა და მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების საკვანძო საკითხების საინტერესო და სახალისო გზით მიწოდებაში.
ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?
ტრენინგი დააინტერესებს როგორც მოქმედ, ისე მომავალ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან სამოქალაქო განათლების თემებს ან დამატებითი გაკვეთილებისა თუ კლუბური აქტივობის გზით სურთ, მოსწავლეებს ფინანსური განათლების საკვანძო საკითხები გააცნონ.
როგორია ტრენინგის ხანგრძლივობა და ფორმატი?
ტრენინგის ხანგრძლივობაა 5 დღე, დღეში 4 საათი. ტრენინგები ტარდება როგორც ონლაინ ფორმატში, ისე პირისპირ, ფიზიკური დასწრებით.
რას მიიღებს ტრენინგის მონაწილე?
პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
რა მასალას ეყრდნობა ტრენინგები?
ტრენინგები ეფუძნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (German Sparkassenstiftung DSIK) და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით VII და IX კლასის საგან „მოქალაქეობის“ მასწავლებლებისთვის შემუშავებულ დამხმარე მასალას.
როგორ დავრეგისტრირდე ტრენინგზე?
მასწავლებელთა ტრენინგი „ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში“ წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. ტრენინგი უფასოა და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებსაც ეს ტრენინგი გავლილი არ აქვთ. დაგეგმილი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა კი ფინედუს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე ქვეყნდება.
ფინედუს მასწავლებელთა მიმდინარე ტრენინგების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
ჩატარებული ტრენინგების შესახებ ინფორმაცია: