კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირი (საკრედიტო კავშირი) - არის კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს განსაზღვრული რაოდენობის ადამიანებს და რომელსაც შეუძლია, გასცეს სესხი ან მოიზიდოს ანაბარი, მხოლოდ მისი წევრებისგან. ანუ ეს არის ერთობა, რომლის წევრების ერთ ნაწილს თანხის სესხება, მეორეს კი მისი გასესხება აინტერესებს. საკრედიტო კავშირის წევრების მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება 50 ადამიანით (მაღალმთიანი რეგიონებისთვის 10 წევრიც დასაშვებია), ხოლო წევრთა მაქსიმალური ოდენობა 200 ადამიანია.

საკრედიტო კავშირის სტატუსის მისაღებად საჭიროა ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გავლა შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით.