ბიზნესს შეუძლია ითანამშრომლოს სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციასთან, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, უნდა განსაზღვროს, თუ რა მომსახურება სჭირდება მას კონკრეტული მომენტისათვის.
ბაზარზე არსებული ფინანსური ორგანიზაციები ბიზნესს სხვადასხვა სახის პროდუქტს/მომსახურებას სთავაზობენ. იმისთვის, რომ მეწარმემ სწორად შეარჩიოს ბიზნესისათვის ყველაზე შესაფერისი პროდუქტი/მომსახურება, საჭიროა გაერკვიოს ამ ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ მომსახურებებში და მათ პირობებში.