გაიგეთ, ვისგან ყიდულობთ
იყიდეთ მხოლოდ სანდრო რეპუტაციის მქონე, ცნობილი ონლაინ მაღაზიებიდან. წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია ამ მაღაზიის შესახებ და გაეცანით მომხმარებელთა შეფასებებს. თუ მობილურ აპლიკაციას იყენებთ, დარწმუნდით რომ ეს აპლიკაცია ნამდვილად ამ მაღაზიას ეკუთვნის და გადმოწერილია აპლიკაციების ოფიციალური მაღაზიიდან.
დააკვირდით ვებგვერდის მისამართის ველს
ბართით გადახდის დროს თქვენ აზიარებთ თქვენს სენსიტიურ ინფორმაციას: ბარათის ნომერს, მოქმედების ვადას, უსაფრთხოების კოდს. დარწმუნდით, რომ გადახდის გვერდის მისამართი იწყება https://-ით და არა http://-ით, სადაც s მიუთითებს ტრანზაქციების დაცულობაზე, ასევე მისამართის ველში უნდა ჩანდეს მწვანე ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი ინფორმაცია მიმღებთან მიდის დაშიფრული სახით, ხოლო ვებგვერდებზე, რომლებიც არ იწყება https://-ით და არ გააჩნია ბოქლომის სიმბოლო, პაროლები და ნებისმიერი შეყვანილი ინფორმაცია მიდის ღიად ანუ დაუშიფრავად.
დააკვირდით, გადახდის რა მეთოდს იყენებს ონლაინ მაღაზია
არ დაამახსოვრებინოთ ვებგვერდს ბარათის მონაცემები
ონლაინ მაღაზიები ხშირად გთავაზობენ ბარათის მონაცემების დამახსოვრებას თქვენს პირად პროფილში, რათა ყოველ ჯერზე თავიდან არ მოგიწიოთ მისი შეყვანა. მიუხედავად კომფორტისა, ეს რისკის შემცველიცაა, ვინაიდან თუ თაღლითმა თქვენი ანგარიში გატეხა, ის უკვე შეძლებს დამახსოვრებული ბარათის მონაცემებით სარგებლობას. ამიტომ რეკომენდებულია არ მონიშნოთ ბარათის მონაცემების დამახსოვრების პუნქტი.
არ შეასრულოთ გადახდები საჯარო მოხმარების უსადენო ინტერნეტის ქსელით (Wi-Fi-ით) სარგებლობისას
დაუცველი ინტერნეტკავშირის შემთხვევაში დიდი რისკია თაღლითებმა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე, მათ შორის საბანკო მონაცემებზე წვდომა მოიპოვონ.
არ შეასრულოთ გადახდები საერთო მოხმარების კომპიუტერით სარგებლობისას
უცხო კომპიუტერში შეიძლება დაყენებული იყოს ჯაშუშური პროგრამა, მაგალითად, keylogger, რომელიც კლავიატურაზე თქვენს მიერ აკრეფილ ნებისმიერ ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებლის სახელს, პაროლს და ბარათის მონაცემებს იმახსოვრებს და თაღლითებს ამ მონაცემების სათავისოდ გამოყენების საშუალებას აძლევს.
იქონიეთ დამატებითი ბარათი
უმჯობესია, თუ ონლაინ შესყიდვებისთვის ცალკე ბარათს გამოიყენებთ და მასზე უშუალოდ გადახდების განხორციელებამდე განათავსებთ დაახლოებით იმ რაოდეობის თანხას, რომლის დახარჯვასაც აპირებთ.
აკონტროლეთ თქვენი ტრანზაქციები
რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ანგარიშის ამონაწერი, ასევე უმჯობესია, თუ SMS მომსახურებას გაააქტიურებთ. თუ საეჭვო ტრანზაქციას აღმოაჩენთ, რომელიც შესაძლოა თქვენ არ განგიხორციელებიათ, სასწრაფოდ დაბლოკეთ ბარათი, რათა თავიდან აიცილოთ თაღლითების შემდგომი შემოტევები.