კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მიკრობანკი

რა თავისებურებით ხასიათდება მიკრობანკის სერვისები?

სესხი
მიკრობანკი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირია, რომელიც, თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას. 

მიკრობანკის ბიზნესმოდელი ეფუძნება სამეწარმეო საქმიანობიდან (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან) შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 70 პროცენტისა უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან ან/და იმ სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროც სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია. 

მიკრობანკის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას სესხების გაცემა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალური ჯამური ოდენობა 1 000 000 (ერთ მილიონ) ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე, მიკრობანკმა სესხი მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა გასცეს. ამასთან მიკრობანკებზე ვრცელდება მომხმარებლის უფლებების დაცვის ის საკანონმდებლო მოთხოვნები, რაც სხვა ფინანსურ ორგანიზაციებზე, მაგალითად, ბანკებზე.

გამომდინარე იქედან, რომ მიკრობანკების არსებობის პრაქტიკა ჯერ კიდევ ახალია საქართველოს საფინანსო სექტორისთვის, ამჟამად მიკრობანკები ფინანსური პროდუქტების ნაკლები მრავალფეროვნებით ხასიათდებიან.