დანაზოგის შექმნა, როგორც წესი, გარკვეულ მიზანს ემსახურება. მიზნები შესაძლოა იყოს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მზაობა თუ სხვა. თუმცა, რაც უნდა დაისახოთ მიზნად, ფულადი რესურსების სწორად მართვა და, შედეგად, დანაზოგების გაკეთება, საბოლოოდ, ფინანსურ კეთილდღეობის წინაპირობაა.
იმისთვის, რომ უზრუნველყოთ თქვენი სამომავლო ფინანსური სტაბილურობა, სხვა დანაზოგებთან ერთად, მნიშვნელოვანია თანხა საპენსიო ასაკისთვის მოსამზადებლადაც დააგროვოთ.
საპენსიო ასაკისთვის თანხის დაგროვების ერთ-ერთ გამოცდილ და ეფექტურ გზას თანხის საპენსიო სისტემებით დაგროვება წარმოადგენს. საპენსიო სისტემა იქმნება მონაწილეთა შენატანების საფუძველზე, რომელსაც სისტემაში ჩართვის პირობებიდან გამომდინარე, იხდის უშუალოდ მომხმარებელი და/ან მისი დამსაქმებელი და/ან სხვა პირი, მათ შორის, სახელმწიფო.
საქართველოში არსებობს დაგროვებითი პენსიის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სისტემები.
საპენსიო ასაკისთვის მომზადებისა და საპენსიო სქემების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ შესაბამის მენიუში გაეცნოთ: საპენსიო ასაკი