ცხოველების მოვლასთან დაკავშირებული ხარჯების ცხრილი ქვემოთ მოცემული სახითაც შეგიძლიათ შეადგინოთ. ხარჯები შეგვიძლია დავყოთ შემდეგნაირად:
- პირველადი ხარჯი - შეიყვანეთ ისეთი ტიპის ხარჯები, რომლის გაწევაც თავდაპირველად არის საჭირო, ცხოველის სახლში მოყვანამდე.
- ყოველთვიური ან მუდმივი ხარჯი - მუდმივ ხარჯებს მიაკუთნეთ საკვებისა, სათამაშოების, ცხოველის გასეირნებასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა.
- ყოველწლიური ან პერიოდული ხარჯი - პერიოდულ ხარჯში შეიყვანეთ ვეტერინართან ვიზიტის, გეგმიური აცრის, აქსესუარების ხარჯი და სხვა.
- გაუთვალისწინებელი ხარჯი - ამ ნაწილში შეგიძლიათ შეიყვანოთ შესაძლო გაუთვალისწინებული სამედიცინო ხარჯი, სასტუმროში დატოვების ხარჯი და სხვა.
ცხრილში ხარჯების მოცულობა, რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნება, იმის და მიხედვით, თუ რა ტიპის შინაური ცხოველი გყავთ. მოდი, ავიღოთ და ძაღლის ყოლის მაგალითზე შევადგინოთ ასეთი ცხრილის მაგალითი.
პირველადი ხარჯები:
ხარჯის დასახელება |
თანხა | |
1 | ცხოველის შეძენა | |
2 | ვეტერინარული მომსახურება | |
3 | ვაქცინაცია, ჭიები | |
4 | პირადი სივრცის მოწყობა (სახლი, ჭურჭელი და სხვა) | |
5 | კინოლოგის მომსახურება | |
6 | აქსესუარები და მოვლის საშუალებები | |
ჯამი: |
ყოველთვიური ან მუდმივი ხარჯები:
ხარჯის დასახელება | თანხა | |
1 | საკვები | |
2 | აქსესუარები და მოვლის საშუალებები | |
3 | ძიძის ან სასტუმროს მომსახურება | |
ჯამი: |
გაუთვალისწინებელი ხარჯები:
ხარჯის დასახელება | თანხა | |
1 | სასტუმროს მომსახურება | |
2 | ჯანმრთელობის გაუთვალისწინებელი ხარჯი | |
ჯამი: |