კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დაზღვევის არსი

ცხოვრება რისკების გარეშე წარმოუდგენელია, უფრო მეტიც, მიზნის  მიღწევის ალბათობა, ხშირად მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილებების მიღებასაც უკავშირდება. მთავარია, სწორად განსაზღვროთ რისკი და მოსალოდნელი საფრთხე, რაც თან ახლავს თქვენს მიზანს, სწორად შეაფასოთ რისკები და მიიღოთ შესაბამისი ზომები მათთან გასამკლავებლად.

თუ თქვენს სახლში ხანძარი გაჩნდება, მანქანა დაზიანდება, ავად გახდებით  ან თქვენი მოსავალი განადგურდება, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯების წინაშე აღმოჩნდეთ. ასეთი შემთხვევები შესაძლოა არც დადგეს ან მათი მოხდენის ალბათობა იყოს მცირე, თუმცა თუ მოხდება, შესაძლოა, დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. 

ასეთი ფინანსური რისკებისაგან თავის დასაცავად შეგიძლიათ, შეიძინოთ დაზღვევა და თქვენი ფინანსური დანაკარგები სრულად ან ნაწილობრივ შეამციროთ.