კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მომხმარებლების უფლებები

ამა თუ იმ ფინანსური საჭიროებების არსებობისას მომხმარებლებს ხშირად უწევთ ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათი პროდუქტებითა თუ მომსახურებით სარგებლობა. საჭიროებები შეიძლება, მრავალგვარი იყოს: დანაზოგის შეგროვება, მსხვილი თუ წვრილი შენაძენისთვის თანხის სესხება, თანხის გადარიცხვა, ვალუტის გადაცვლა და სხვა.  

იდეალურ შემთხვევაში, მომხმარებლისა და ფინანსური ინსტიტუტების ურთიერთობა პარტნიორულ საწყისებს ეფუძნება და ისინი ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას ამყარებენ. თუმცა, არის შემთხვევები,  როცა მომხმარებლის გადაწყვეტილებები საბოლოოდ გამართლებული არ აღმოჩნდება ხოლმე. ეს კი, რიგ შემთხვევებში, მომხმარებლის მხრიდან საკუთარი უფლებების უგულებელყოფას ან არასაკმარის ცოდნას შეიძლება, უკავშირდებოდეს.

იმისთვის, რომ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა და ფინანსური პროდუქტებითა და მომსახურებით სარგებლობის პროცესი თქვენთვის მაქსიმალურად ხელსაყრელად წარიმართოს, საჭიროა, იცოდეთ იმ უფლებების შესახებ, რომლებსაც კანონმდებლობა თქვენ, როგორც ფინანსური ბაზრის მომხმარებელს, განიჭებთ. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ არის მთელი რიგი საკითხებიც, რომლებიც მხოლოდ თქვენი პირადი პასუხისმგებლობის არეალში ექცევა. 

ამ ბლოკში მოგაწვდით ინფორმაციას მომხმარებელთა უფლებებსა და პასუხისმგებლობებზე, განვიხილავთ მომხმარებლისა და საფინანსო ინსტიტუტების ურთიერთობის მარეგულირებელ საკანონმდებლო ბაზას.