საბანკო ოპერაციების უმრავლესობა შეგიძლიათ ფილიალში მიუსვლელად, ინტერნეტბანკის საშუალებით განახორციელოთ. თუმცა, თუ თქვენი მონაცემები თაღლითს ჩაუვარდა ხელთ, ეს ნიშნავს, რომ იმავე ოპერაციების განხორციელებას ისიც, თავის სასარგებლოდ, შეძლებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ინტერნეტბანკით სარგებლობისას.
რჩევა #1
არასოდეს გადახვიდეთ ინტერნეტბანკში ელექტრონულ წერილში მოცემული ბმულიდან - ყოველთვის თავად აკრიფეთ მისამართის ველში ინტერნეტბანკის მისამართი.
რჩევა #2
დარწმუნდით, რომ იმყოფებით თქვენი ბანკის დაცულ გვერდზე, რომელიც იწყება https://-ით და მისამართის ველში ახლავს მწვანე ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო.
რჩევა #3
შექმენით უნიკალური მომხმარებლის სახელი თქვენი ინტერნეტბანკისთვის და გამოიყენეთ რთული, განსხვავებული პაროლები.
რჩევა #4
არ შეინახოთ ვებბრაუზერში ინტერნეტბანკის მოხმარებლის სახელი და პაროლი, მომავალში ავტომატურად შესვლის მიზნით.
რჩევა #5
არ შეხვიდეთ ინტერნეტბანკში, როცა სარგებლობთ საჯარო მოხმარების უსადენო ინტერნეტის ქსელით (Public Wi-Fi), ან საერთო მოხმარების კომპიუტერით.
რჩევა #6
დააყენეთ ანტივირუსული პროგრამები იმ მოწყობილობაზე, საიდანაც ინტერნეტბანკით სარგებლობთ.
რჩევა #7
დარწმუნდით, რომ ვებბრაუზერში, რომელსაც იყენებთ, გააქტიურებულია უსაფრთხოების მექანიზმები.
რჩევა #8
გაააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, რას გულისხმობს, რომ ინტერნეტბანკში შესასვლელად, მომხმარებლის სახელის და პაროლის გარდა დამატებითი ინფორმაციის, მაგალითად, ერთჯერადი პინის შეყვანაც იქნება საჭირო, რომელიც მობილურ ტელეფონზე, SMS-ის სახით მოდის.
რჩევა #9
თუ კი შეიცვლით საკონტაქტო ინფორმაციას - მაგალითად, ტელეფონის ნომერს ან ელექტრონულ ფოსტას, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ბანკს.
რჩევა #10
არავის, არცერთი არხით არ გაუმხილოთ ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, ბანკი არასოდეს მოითხოვს ამ ინფორმაციას თქვენგან. ამასთან, ინტერნეტბანკით (ან მობილბანკით) გადახდის დროს დამატებითი უსაფრთხოების მიზნით მიიღებთ ერთჯერად კოდს, რომლის შესაბამის ველში შეყვანით, თქვენ დაეთანხმებით ოპერაციის განხორციელებას. ამ კოდის ნებისმიერი მესამე პირისთვის გამჟღავნება დაუშვებელია.