კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ მოვიზიდოთ ფული?

როგორ მოვიზიდოთ ფული?

4425
4.6 / 5

ფული ჩვენი უზრუნველყოფისთვის აუცილებელი და საჭირო ელემენტია, მაგრამ ფულთან დაკავშირებით ჩვენს სოციუმში უამრავ პრობლემას ვაწყდებით. პირველი და ძალიან გავრცელებული ეს არის შემზღუდავი რწმენების მთელი ნუსხა. მაგალითად, "ბევრ ფულს პატიოსანი გზით ვერ იშოვი", "ფული ადამიანებს აფუჭებს", "ფული ხელის ჭუჭყია" და სხვა უამრავი ფრაზა, რომელიც ძალიან გავრცელებულია ჩვენ ირგვლივ.

გარდა ამისა, გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ რომ ჰქონდეთ ბევრი ფული, მაგრამ თუ მათ შევეკითხებით რაში გამოიყენებნენ მას, სწორედ მაშინ იწყებენ ფიქრს და აბსურდულად ჩამოთვლიან რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ. ჩამონათვალი კი შემდეგია: მდიდრული სახლი, ახალი მანქანა, მოგზაურობა და მისთანანი. მაგრამ რეალურად არ იციან, როგორია მათთვის საოცნებო მდიდრული სახლი, ან რომელი მარკის მანქანა უნდათ ან კიდევ რომელ ქვეყნებში მოგზაურობა და ა.შ..

სურვილი უნდა იყოს კონკრეტული და არა უბრალოდ აბსურდულად წარმოდგენილი ჯაჭვი გონებაში! 

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ფული - ეს არის დამაკავშირებელი გზა ჩვენსა და მიზნებს შორის. ფულის საშუალებით სისრულეში მოგვყავს ჩვენი მიზნები, ოცნებები, ვიკმაყოფილებთ სხვადასხვა მოთხოვნილებას. შესაბამისად, იმისათვის, რომ მოვიზიდოთ ის, საჭიროა კონკრეტული მიზნების დასახვა. აუცილებელია, რომ სამყაროს ნათლად და გასაგებად ვუთხრათ, თუ რატომ გვჭირდება ფინანსები, რისი განხორციელება გვსურს მისი მეშვეობით.

ანუ პირველი და მთავარი ნაბიჯი კონკრეტული მიზნების დასახვაა, შემდეგ კი - მისი ეტაპობრივი განხორციელება. როდესაც ჩვენ უბრალოდ გამოვხატავთ სურვილს დიდ ფინანსურ წყაროზე, მაგრამ არ ვაკონკრეტებთ, რამდენია ჩვენთვის ეს "დიდი" ფინანსური წყარო ან რა არის მისი დანიშნულების საბოლოო წერტილი, ასეთივე აბსურდად და განუხორციელებლად რჩება ხშირად ის. 

აქვე განვიხილოთ პატარა რჩევები, თუ როგორ მოვიზიდოთ ფული

  • პირველ რიგში, ყოველთვის ვეცადოთ ავირჩიოთ ისეთი საქმე, რომელსაც სიყვარულით ვაკეთებთ და ჩვენი მოტივაცია არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფულის მიღება. ასე რეალურად, უფრო მეტსაც კი გამოვიმუშავებთ და სამომავლო პერსპექტივასაც გავზრდით, რადგან როდესაც ჩვენთვის საყვარელ საქმეს ვაკეთებთ, მას აუცილებლად მოჰყვება პროგრესი, ზრდა და განვითარება;
  • მეორე - სწრაფი ადაპტაციის უნარი, გარემოსა და ცვლილებებზე საჭიროებებისამებრ მორგება. მაგალითად, პანდემიის პერიოდი ბევრმა პრაქტიკულმა ადამიანმა სათავისოდ გამოიყენა და ისეთი ბიზნესი და საქმეები წამოიწყო, რომელმაც ფინანსური უზრუნველყოფა შეუქმნა. ანუ მთავარია, ყოველთვის ვადევნოთ თვალი სიახლეებს, საჭიროებებს და ამის მიხედვით სწრაფად ვიმოქმედოთ. ვიყოთ მოქნილები და ფეხი ავუწყოთ ცხოვრების რიტმს;
  • მესამე - გავაანალიზოთ, თუ რამდენად სწორად ვხარჯავთ ჩვენს გამომუშვებულ ფულს? ვანაწილებთ ისე, როგორც ეს ჩვენთვის უკეთესია, მივიწევთ ჩვენი მიზნებისკენ, ვდგამთ სწორ ნაბიჯებს თუ ისე ვფლაგავთ, რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებთ? ამ მხრივ აუცილებელია პრიორიტეტების დალაგება და საჭიროებების განსაზღვრა, ფულის დაზოგვა უფრო მნიშვნელოვანი მიზნების განსახორციელებლად;
  • და მეოთხე ფულის საკუთარ თავში ინვესტირება - გარანტია იმისა, რომ სამომავლოდ ნამდვილად შევძლოთ უფრო მეტი ფინანსების მოზიდვა, ვიყოთ მოთხოვნადები და ჩვენივე ცოდნითა და საყვარელი საქმით სიამოვნებით გავზარდოთ ფინანსური მდგომარეობა. 

ფინანსებთან ერთად კი ყოველთვის იზრდება მიზნები, მიზნებთან ერთად შემართება, შემართებასთან ერთად რწმენა და საბოლოოდ კი თამამად და პროდუქტიულად მივიწევთ წინ.

ფული ცხოვრების ის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც გვაძლევს დამოუკიდებლობას, თავდაჯერებულებას და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრ საჭირო რესურსს. ის არის ხიდი და აუცილებელი წყარო ჩვენი ქმედითუნარიანობისთვის.

და მაინც უკვე გადაწყვიტე შეცვალო შენი ხედვა? დაისახო უფრო კონკრეტული მიზნები და დაიწყო წინ სვლა?! 

ნუ დაკარგავ დროს, გადადგი ნაბიჯი საინტერესო ცვლილებებისკენ!