ალტერნატივების შესახებ
- თქვენი მიზნებიდან გამომდინარე, რომელიმე სხვა სესხის ალტერნატივას ხომ არ შემოგთავაზებდათ ან გირჩევდათ?
- თუ არსებობს სხვა შემოთავაზებები, რა უპირატესობები და რისკები აქვთ მათ? რომელი დამატებითი პროდუქტით სარგებლობას გირჩევდათ და რატომ?
დამატებითი გადასახდელების შესახებ
- ხომ არ გაქვთ ისეთი გადასახდელები, რაც არ არის გათვალისწინებული სესხის გრაფიკში? მაგალითად, ანგარიშის მომსახურების საკომისიო.
- რა პირობებით გადმოგეცემათ და რა უნდა იცოდეთ სხვა თანამდევი ფინანსური პროდუქტების შესახებ? მაგალითად, სავალდებულო დაზღვევის არსებობისას რა უნდა იცოდეთ, თუ სადაზღვევო შემთხვევა დადგა?
- არსებობს კიდევ სხვა გადასახადები, რაც უნდა გადაიხადოთ, მაგალითად, სავალდებულო დაზღვევა? რა არის სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი თითოეული შემოთავაზების შემთხვევაში?
ხელშეკრულების პირობების შესახებ
- რა ინფორმაციას მოიცავს ხელშეკრულება, მისი თავსართი და რა ხარჯები ახლავს თან სესხის აღებას? რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გავითვალისწინო სესხის დაფარვის პერიოდში?
- რა პირობებია განსაზღვრული სესხის წინსწრებით და/ან გრაფიკის მიხედვით დასაფარად?
აღნიშნული შეკითხვების დასმა და მათზე პასუხის მოსმენა ორი მიმართულებით დაგეხმარებათ. პირველი, სასესხო პროდუქტთან დაკავშირებით ამ საქმის ექსპერტის მოსაზრებებს მოისმენთ და, შესაძლოა, ისეთი ნიუანსების შესახებ შეიტყოთ, რომელზეც მანამდე არ გიფიქრიათ. და მეორე, მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, დაფიქრდებით იმაზეც, რამდენად სანდო და კომპეტენტურია თქვენი კრედიტორი. როგორც აღვნიშნეთ, ის თქვენი პარტნიორია და თან არც ისე ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი თქვენთვის მისაღები კრიტერიუმების მიხედვით შეარჩიოთ.
მსგავსი თემები
- ბიზნესის შეფასების კრიტერიუმები და კოეფიციენტები
- შეკითხვები ფინანსურ ორგანიზაციასთან
- რეგულირების მიღმა არსებული კრედიტორები
- როგორი ტიპის სასესხო პროდუქტები არსებობს?
- სალომბარდე სესხი
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის პირობების გაცნობისას
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო)