ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლის გათვალისწინებაც გამოგადგებოდათ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის შერჩევისას.
სადაზღვევო პრემია
სასურველია, თუ სადაზღვევო პაკეტის არჩევისას ყურადღებას გაამახვილებთ სადაზღვევო პრემიაზე ანუ იმ თანხაზე, რომელსაც სადაზღვევო კომპანიას უხდით მომსახურების გაწევის სანაცვლოდ. ამ თანხის პერიოდულად გადახდა, რასაკვირველია, ხელმისაწვდომი უნდა იყოს თქვენი ბიუჯეტისათვის. ამასთან, აქ ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ უფრო მცირებიუჯეტიანი შემოთავაზება საუკეთესო არჩევანია. მნიშვნელოვანია შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებაც, რადგან შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიის მიერ შემოთავაზებული პირობებისა და დაზღვეული რისკების გათვალისწინებით უფრო მაღალი პრემიის გადახდა თქვენთვის მისაღებიც იყოს. ძირითადად, რაც უფრო ხელსაყრელია სადაზღვევო მომსახურება, მით მეტია სადაზღვევო პრემიის მოცულობაც. ამასთან, თანაბარი სადაზღვევო პრემიის პირობებში რამდენიმე შემოთავაზების განხილვისას, დეტალურად გაეცანით პირობებს და არჩევანი ისეთ შეთავაზებაზე გააკეთეთ, რომლის ფარგლებშიც უკეთეს მომსახურებას - კერძოდ, მეტი რისკების დაზღვევას და/ან სადაზღვევო ანაზღაურების უფრო მაღალ ლიმიტებს მიიღებთ.
სადაზღვევო ხელშეკრულების პირობები
ბაზარზე არსებული შეთავაზებების შედარება
როგორც უნდა მოგეწონოთ ერთი შემოთავაზება, შეეცადეთ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად მოიკვლიოთ, რას გთავაზობენ სხვა კომპანიები. ხშირად სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებული კონკურენცია გეხმარებათ საუკეთესო შეთავაზების მოძებნაში.