კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბროშურები ბავშვებისთვის

გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ჩართულობით შექმნილ ბროშურებსა და კომიქსს ბავშვებისთვის.

ბროშურები ბავშვებისთვის

ბროშურა „მოგზაურობა ფულის სამყაროში“

მოიცავს ფულის ისტორიისა და ფუნქციების, ქართული ლარისა და მისი დამცავი ნიშნების შესახებ ინფორმაციას.

ბროშურა „ფინანსური განათლების სახელმძღვანელო“

მოიცავს პირადი ბიუჯეტის მართვის, გონივრული ხარჯვის, დაზოგვისა და სესხების საკითხებს.

ბროშურები შემუშავებულია V-VII კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით. 

ბროშურების გადმოსაწერად, დააჭირეთ აქ.

 

კომიქსი „დაგროვების ამბავი“

ბავშვებს სახალისო ფორმითა და მარტივი ენით მოუთხრობს დაზოგვის, ფინანსური მიზნების დასახვის, მომავალზე ზრუნვისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ.

კომიქსი შემუშავებულია გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და საქართველოს ბანკების ასოციაციის ჩართულობით.

კომიქსის გადმოსაწერად, დააჭირეთ აქ.