კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

4 რჩევა სოციალურ ქსელში უსაფრთხოებისთვის

სოციალურიქსელი
სოციალური ქსელები კომუნიკაციის დასამყარებლად, ინფორმაციის გასაზიარებლად და მის მისაღებად მარტივი და ყველასათვის ხელმისაწვდომი საშუალებაა.

სიმარტივისა და პოპულარობის გამო, კიბერთაღლითებისთვის სოციალური ქსელებიც მავნე ქმედებების განსახორციელებლად ერთერთი ხშირად გამოყენებადი სივრცე გახდა.

სოციალური ქსელები ხშირად ანონიმურობის და ცრუ დაცულობის განცდას აჩენს, ვინაიდან არ ხდება ფიზიკური ინტერაქცია. ხშირად ისე ვაზიარებთ ინფორმაციას, რომ გვავიწყდება, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება სრულიად უცხო ადამიანებისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

ჩვენ გაგიზიარებთ საჭირო რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ უსაფრთხოდ ისარგებლოთ სოციალური ქსელებით:

1. არ გააზიაროთ ყველანაირი ინფორმაცია

არ გაასაჯაროვოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც მოწყვლადს გაგხდით. გაზიარებამდე გაიხსენეთ, რომ ამ ინფორმაციას უცხო ადამიანებიც ნახულობენ და დაფიქრდით იმაზე, თუ რამდენად მისაღებია ეს თქვენთვის.

2. ერიდეთ უცხო ადამიანებს

სოციალური ქსელები უმარტივებს კიბერთაღლითებს დამალონ თავიანთი იდენტობა ან სულაც სხვა ადამიანის სახელით დაგიკავშირდნენ. სწორედ ესეთ დროს შესაძლოა გახდეთ scam-ისა და ფიშინგის მსხვერპლი, მოხდეს თქვენი სოციალური ქსელის ანგარიშის კომპრომეტირება და თაღლითობის ჯაჭვის გაგრძელება სწორედ თქვენი ანგარიშის გამოყენებით.
მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია იმ ადამიანთა წრის შეზღუდვა, ვისაც თქვენთან დაკონტაქტება შეუძლია. თუ მაინც ეკონტაქტებით უცხო ადამიანებს, არ გაანდოთ მათ ზედმეტი ინფორმაცია, არ გადახვიდეთ მათ მიერ გამოგზავნილ ბმულებზე ბრმად და არ გადმოწეროთ მიმაგრებები.

3. ერიდეთ მესამე მხარის შექმნილ აპლიკაციებს

სოციალურ ქსელებში ხშირად გვხვდება მესამე მხარეების მიერ შექმნილი სხვადასხვა აპლიკაცია, რომელიც ერთი შეხედვით, სახალისოდ შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი აპლიკაციებით მათ შემქმნელებს თქვენს პირად ინფორმაციაზე აძლევთ წვდომას.

4. გამოიყენეთ ძლიერი პაროლი

გამოიყენეთ პაროლები, რომელთა გამოცნობაც რთულია. რთული პაროლის შესადგენად გაითვალისწინეთ დღესდღეობით განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნები:

  • გამოიყენეთ მაღალი და დაბალი რეგისტრის ასოები (A-a);
  • პაროლი ასევე უნდა შეიცავდეს სიმბოლოს (!@#$%^&*);
  • პაროლი ასევე უნდა შეიცავდეს ციფრებს (0-9);
  • სიმბოლოების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 8, რეკომენდებულია 16 სიმბოლოს გამოყენება;
  • პაროლის შერჩევის საიმედო ხერხი: ფრაზა + თარიღი + სიმბოლო

დამატებითი უსაფრთხოებისთვის, გაიაქტიურეთ 2 დონიანი ავთენტიფიკაცია (2FA), რაც თქვენი იდენტობის დასადასტურებლად, პაროლთან ერთად დამატებით, სხვა ინფორმაციის გამოყენებას გულისხმობს. მაგალითად, პირველი დონე არის პაროლი, ხოლო მეორე დონე არის შემთხვევითობის პრინციპით დაგენერირებული სიმბოლოები, რომელსაც მიიღებთ SMS-ით, ელექტრონულ ფოსტაზე ან სპეციალური აპლიკაციით.