კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

საბანკო ანაბარი - გზა ფინანსური დამოუკიდებლობისკენ

საბანკო ანაბარი - გზა ფინანსური დამოუკიდებლობისკენ

1219
5 / 5

იმისათვის, რომ უბრალო ადამიანმა მიაღწიოს "ფინანსურ დამოუკიდებლობას", რაც ვფიქრობ, ნებისმიერი თანამედროვე და საღად მოაზროვნე ადამიანის ბუნებრივი სურვილია, მან ადრე თუ გვიან (უმჯობესია ადრე) აუცილებლად უნდა დაიწყოს "ფულის" გარკვეული სახით შეგროვება ანუ "ფულადი დანაზოგების" წარმოება, შექმნას დანაზოგების წარმოების პრაქტიკა.

ამისთვის კი სულაც არ არის საჭირო და გადამწყვეტი დიდი შემოსავალის არსებობა ან სპეციალიზირებული "ფინანსური" განათლების ქონა. საჭიროა მხოლოდ სწორი "ფინანსური" ჩვევები, რომელიც საკმაოდ მარტივი შესაძენია, ძლიერი მოტივაცია და უბრალოდ, "ფულადი დანაზოგების" წარმოების სურვილი. სამწუხაროდ, "ფულადი დანაზოგების" პრაქტიკაში წარმოების დაწყება, ბევრისთვის ჯერ კიდევ სრულიად წარმოუდგენელი პროცესია. ვინაიდან მათთაც ჰგონიათ, რომ ეს პროცესი მოიაზრებს, როგორც დიდი შემოსავალის არსებობას, ისე სერიოზულ "თვითდისციპლინას" და გარკვეულ "ფინანსურ" ცოდნას, რაც ასე არა არის. თუმცა "ფინანსურ" საკითხებში რაღაც დონეზე გარკვევა ნამდვილად საჭირო და აუცილებელია ნებისმიერი თანამედროვე ადამიანისთვის.

სინამდვილეში კი, დაზოგვა საკმაოდ მარტივი პროცესია და გარდა ყველაფერი ზემოაღნიშნულისა, პრაქტიკაში ის მხოლოდ ნებისმიერი ტიპის შემოსავლიდან გარკვეული თანხების გადადებას მოითხოვს- მანამ, სანამ ეს შემოსავალი მთლიანად გაიხარჯებოდეს.

შეიძლება ითქვას, რომ ფულადი დანაზოგის წარმოების, ყველაზე მარტივი გზა ყულაბის გაკეთება და მასში ფულის დაგროვებაა, იმ დღემდე, სანამ ადამიანი მოიფიქრებს, თუ რა უყოს სავსე ყულაბას. თუმცა, რამდენად სწორი იქნება ეს მეთოდი, სხვა საკითხია.

პირადად ჩემი რჩევა ასეთ შემთხვევაში იქნებოდა ის, რომ დანაზოგების საწარმოებლად შერჩეულ იქნას, ფულის შეგროვების და შენახვის ყველაზე მარტივი, უსაფრთხო და პოპულალურ მეთოდი, რომელსაც საბანკო ანაბარი წარმოადგენს. ამ გზით დანაზოგების წარმოებას ორი მთავარი უპირატესობა აქვს:

  • ადამიანი თავს იზღვევს ფულის ვადაზე ადრე გახარჯვის ცდუნებისაგან, ვინაიდან, ანაბარზე განთავსებულ თანხასთან, უბრალოდ, ვერ ექნება მარტივად წვდომა და, შესაბამისად, ვერც გახარჯვის შესაძლებლობა,
  • ის დამატებით ფინანსურ სარგებელსაც იღებს ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სახით.

აქვე დავამატებდი, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად, საჭიროა გარკვეული კაპიტალი, ანუ ფინანსური აქტივი, რომელიც, ადამიანის ძირითადი საქმიანობისგან დამოუკიდებლად, მას რეგულარულად მოუტანს, ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო დამატებით, ე.წ. პასიურ შემოსავალს.

ამ შემთხვევაში (თუ რა თქმა უნდა არ დავიწყებთ საუბარს, შედარებით რთულ ფინანსურ თემებზე, "საინვესტიციო" პროდუქტებზე და ა.შ.), საბანკო ანაბრ(ებ)იდან მიღებული, ადამიანის ყოველთვიური ხარჯების ტოლფასი თანხის საპროცენტო სარგებელიც კი (რაც თავის მხვრივ ისედაც წარმოადგენს მარტივი "საინვესტიციო პროდუქტის" შედეგს), პირველ ეტაპზე, სრულიად საკმარისი იქნება.

რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერს უნდა ესმოდეს ის, რომ ფულის დაზოგვა და შეგროვება, თავის მხვრივ, საკმაოდ სასიამოვნო და პოზიტიური პროცესია. რომელიც დროთა განმავლობაში, მეტი თვითდაჯერებულობის და "ფინანსური" დაცულობის შეგრძნებას იწვევს.

ამიტომ მე ვურჩევდი ყველას (მიუხედავად მათი შემოსავლის ოდებისა), დაიწყონ ფულის შეგროვება დღესვე. თუნდაც მცირედი თანხის დაზოგვის გზით მაინც (მაგალითად, მთლიანი შემოსავლის 10 %-ის დაზოგვის და გადადების გზით) და სულ მალე ისინი თავის თავზე იგრძნობენ და მიხვდებიან ამ პროცესის მნიშვნელობას და შედეგს. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს შესაძლებელია, ვინმესთვის პირველი ნაბიჯიც კი აღმოჩნდეს, ფინანსური დამოუკიდებლობის გზაზე. რისი მიღწევაც მარტივი საბანკო ანაბრის მეშვეობითაც, სავსებით შესაძლებელია.

ყველას წარმატებას გისურვებთ.