ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან - ეს არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ბიზნესის სამეწარმეო ფორმის, დასახელების, საიდენტიფიკაციო ნომრისა და რეგისტრაციის თარიღის, ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ; ასევე ცნობები ხელმძღვანელების/წარმომადგენლებისა და მესაკუთრეების შესახებ, მათ მფლობელობაში არსებული წილების მითითებით. ამას გარდა, ამონაწერში წარმოდგენილია ინფორმაცია კომპანიის ვალდებულებების (გირავნობა, იპოთეკა, ყადაღა) შესახებ. ამონაწერის მიღება შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ვებგვერდიდან, ისე ფიზიკურად, იუსტიციის სახლის წარმომადგენლობასთან მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ინფორმაციის მიღება არის უფასო, ხოლო განახლებული ინფორმაციის მიღება/ამონაწერის მომზადება ფასიანი მომსახურებაა.