შეხვედრაზე ეროვნულმა ბანკმა გასული წლის აქტივობები შეაჯამა და ორგანიზაციებს 2023 წლის პროექტები გააცნო. პრეზენტაციები ასევე წარადგინეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე საგანმანათლებლო, საჯარო, სამოქალაქო, მედია და კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს 2023 წლის სამოქმედო გეგმაში მათი ჩართულობის საკითხი. მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შემუშავდება 2023 წლის საგანმანათლებლო აქტივობების გეგმა.
შეხვედრა ფინანსური განათლების ახალი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა მიმდინარე წლის აქტივობების დაგეგმვას. მსგავსი შეხვედრები დაინტერესებული მხარეების გაცნობისა და ერთმანეთთან დაკავშირების კარგი შესაძლებლობაა. ორგანიზაციებს, რომლებთანაც ეროვნული ბანკი ამა თუ იმ ცალკეულ პროექტზე თანამშრომლობს, ეძლევათ საშუალება, უკეთესად გაეცნონ ერთმანეთის საქმიანობასა და პრიორიტეტებს. ეს კი არსებული აქტივობების უფრო ეფექტიანად წარმართვას შეუწყობს ხელს“, აღნიშნა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა.„