კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ადგილობრივი თანამშრომლობა

ფინანსური განათლების მიმართულებით ინიციატივებს ლიდერობას საქართველოს ეროვნული ბანკი უწევს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული ჩარჩო დოკუმენტების შესაბამისად.

საქართველოში ფინანსური განათლების პროექტების განხორციელებაში, გარდა სტრატეგიის მართვის კომიტეტში გაერთიანებული წევრებისა, სხვა არაერთი ორგანიზაციაა ჩართული და როგორც კერძო, ისე საჯარო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს. რიგ შემთხვევაში, ეს თანამშრომლობა კონკრეტული პროექტს მოიცავს, ზოგჯერ კი გრძელვადიანი პარტნიორობის სახე აქვს. 

მასალები, რომლებიც აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ფართო აუდიტორიისთვის იქნა შემუშავებული, გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზეც და ის ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.  მისასალმებელია როგორც ამ მასალების გამოყენება სხვადასხვა აქტივობაში, ისე ახალი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობაც. 

როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, “პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ კეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს”, ამიტომ ამ მიმართულებით მცირე და დიდი პროექტები პირობითია, საბოლოო ჯამში ყველა ერთად  მეტად მნიშვნელოვანს - ქვეყნის ფინანსურ კეთილდღეობას - ვაშენებთ.