კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა

მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლება თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვანი ამოცანაცაა და გამოწვევაც. ის ხომ ერთი ქვაა იმ საძირკველში, რომელზეც თითოეული ინდივიდის და შემდეგ კი ქვეყნის ფინანსური კეთილდღეობა შენდება.

ამ მიმართულებით რაიმე შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მასში ჩართული არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.

სწორედ ერთად დგომა, ერთმანეთისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთდახმარებაა ის, რაც ყველა ჩვენგანის საერთო მიზანს უფრო ადვილად მისაღწევს, შედეგებს კი უფრო ხელშესახებს ხდის.

თუ ფიქრობთ, გაქვთ რესურსი და სურვილი, თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ მნიშვნელოვან საქმეში, შემოგვიერთდით - ერთად უფრო მეტს შევძლებთ!