კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიმართულების ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ორგანიზებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და აქტივობა განხორციელდა. ამასთან, აღსანიშნავია რომ 2014 წლიდან, სწორედ სებ-ის ინიციატივით საქართველო მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად ფულის გლობალურ კვირეულს აღნიშნავს. 

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ახალგაზრდა თაობაში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ცნობიერების ამაღლებას ისახავს. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ უნივერსიტეტში ლექცია გამართა და ვრცლად ისაუბრა ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რას საქმიანობს ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ამ მიმართულებით. 

თუკი შევხედავთ ომისა და პანდემიის შედეგებს, გარდა ადამიანური დანაკარგისა, რომელსაც შეუფასებელია, შესამჩნევია მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგიც. საზოგადოების ნაწილი კარგავს სამსახურს, წყვეტს ბიზნესსაქმიანობას, რაც ნეგატიურად აისახება ინდივიდებისა და საოჯახო მეურნეობების შემოსავლებზე და, შესაბამისად, მათი ცხოვრების ხარისხზე. თუკი დავფიქრდებით, როგორ შეიძლება ამ შედეგს გაუმკლავდეს ფინანსური განათლება, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ სწორად ვმართავთ ფინანსებს, სწორად ვანაწილებთ შემოსავლებს, ვაკეთებთ დანაზოგს, ვქმნით „უსაფრთხოების ბალიშს“, ვახდენთ დივერსიფიცირებულ ინვესტირებას, შოკურ პერიოდებს ბევრად მშვიდად გავივლით და ეს რადიკალურად არ აისახება ჩვენი ცხოვრების დონეზე - განაცხადა კობა გვენეტაძემ