ტერმინები
-
საარბიტრაჟო სასამართლო
მხარეთა მიერ შერჩეული დავების განმხილველი ორგანო. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირებს (იგულისხმება როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირები) შორის სამოქალაქო დავა, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია განსახილველად გადაეცეს მუდმივმოქმედ ან ამ დავისათვის საგანგებოდ შექმნილ კერძო არბიტრაჟს ...
-
სააღსრულებო წარმოება
სააღსრულებო წარმოება – კანონმდებლობით განსაზღვრული პროცესი, რომლის დროსაც შესაბამისი ორგანო მიღებულ გადაწყვეტილებას აღასრულებს კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სააღსრულებო წარმოების ნაწილი შეიძლება იყოს, მაგალითად, მოვალის, თავდების ან უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის ქონების დაყადაღება, რეალიზაცია აუქციონის მეშვეობით და სხვ.
-
საბალანსო უწყისი
ფინანსური დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ მომენტში საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას ასახავს. საბალანსო უწყისი მოიცავს ინფორმაციას საწარმოს აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის შესახებ.
-
საბანკო ამონაწერი
მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია კონკრეტულ პერიოდში საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ.
-
საბანკო რეკვიზიტები
საბანკო მონაცემები, რომლებიც საჭიროა საბანკო ოპერაციის განსახორციელებლად. მაგალითად, ბანკის დასახელება და კოდი, ანგარიშის ნომერი და ა. შ..
-
საგადახდო (პლასტიკური) ბარათი
საგადახდო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება საქონლის/მომსახურების საფასურის გადასახდის, ნაღდი ფულის მისაღის, ფულადი გზავნილის განსახორციელების და სხვა საბარათე ოპერაციების ინიცირებისათვის.
-
სადაზღვევო ანაზღაურება
თანხა, რომელსაც მზღვეველი უხდის დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ...
-
სადაზღვევო ბროკერი
პირი, რომელიც რეგისტრირებულია კანონმდებლობის შესაბამისად და მოქმედებს მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე. მოიძიებს დაინტერესებული პირზე მორგებულ სადაზღვევო პირობებს და ეხმარება მას არჩევანის გაკეთებაში.
-
სადაზღვევო თანხა
თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია გადაუხდის დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას.
-
სადაზღვევო პოლისი
მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების დადების შესახებ. სადაზღვევო პოლისში მიეთითება დაზღვევის კონკრეტული მონაცემები (დამზღვევი, დაზღვეული, სადაზღვევო თანხა პრემია და სხვა).
-
სადაზღვევო პრემია
თანხა, რომელსაც იხდის ან უნდა გადაიხადოს დამზღვევმა დაზღვევაში. სადაზღვევო პრემიის ოდენობა და გადახდის წესი მითითებულია სადაზღვევო პოლისში.
-
სადაზღვევო პრემია
თანხა, რომელსაც იხდის ან უნდა გადაიხადოს დამზღვევმა დაზღვევაში. სადაზღვევო პრემიის ოდენობა და გადახდის წესი მითითებულია სადაზღვევო პოლისში;
-
სადაზღვევო რისკი
მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა.
-
სადაზღვევო შემთხვევა
მოვლენა, რისთვისაც ხდება დაზღვევა და რომლის დადგომისას მზღვეველი დაზღვეულს აუნაზღაურებს დამდგარ ზიანს.