ტერმინები
-
რეინვესტირება
პირველი ინვესტიციის შედეგად მიღებული შემოსავლების/მოგების იმავე პროექტში (ბიზნესში) ხელმეორედ დაბანდება.
-
რესტრუქტურიზაცია
არსებული სესხის მომსახურების პირობების ცვლილება, რომლის მიზანსაც, ძირითადად, მომხმარებლისთვის სესხის მომსახურების გამარტივება წარმოადგენს. რესტრუქტურიზაციის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა მსესხებლის ყველა ვალდებულების გაერთიანება და მისი უფრო გრძელ ვადაზე გადანაწილება.
-
რეფინანსირება
მომხმარებლის მიერ საკუთარი სესხის მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვა იმავე ან სხვა გამსესხებლისგან მიღებული ახალი სესხით.