ტერმინები
-
მზღვეველი
სადაზღვევო ორგანიზაცია
-
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
(მისო) ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს: სესხის გაცემას, გზავნილების მიღება-გაგზავნას, ვალუტის კონვერტაციას და სხვა ...
-
მინდობილობა
წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც ფიქსირდება, რომ ერთი მხარე უფლებას ანიჭებს მეორე მხარეს, რათა მან მინდობილობაში მითითებული უფლებამოსილების ფარგლებში დადოს გარიგება და შეასრულოს სხვადასხვა მოქმედება მიმნდობი პირის სახელით.
-
მოგება-ზარალის უწყისი
ფინანსური დოკუმენტი, რომელშიც ასახულია შემოსავლები და ხარჯები და მათ საფუძველზე დათვლილია მოგება ან ზარალი, რომელიც კომპანიამ გარკვეულ პერიოდში მიიღო.
-
მოსარგებლე
(სადაზღვევო ხელშეკრულებებში) პირი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება.