ტერმინები
-
გადახდისუნარიანობა
მსესხებელი პირის უნარი/შესაძლებლობა, თავისი შემოსავლის, ხარჯებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, დროულად და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, დააბრუნოს აღებული კრედიტი.
-
განაღდება
ანგარიშზე არსებული თანხის გამოტანა ბანკომატის ან ფინანსური ორგანიზაციის სერვისცენტრის მეშვეობით. შესაძლებელია არსებობდეს განაღდების ლიმიტი, ანუ თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის განაღდებაც 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
-
განაღდების საკომისიო
გადასახადი, რომელიც ბანკომატის ან სერვისცენტრის საშუალებით თანხის გამოტანის დროს ჩამოიჭრება ანგარიშიდან. ზოგიერთ შემთხვევაში საკომისიო შესაძლებელია 0% იყოს.
-
განვადება
სესხი, რომლის საშუალებითაც, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის პროდუქტის ან მომსახურების შეძენა ხორციელდება.
-
გარანტია (საბანკო/სადაზღვევო)
ვალდებულება, რომელსაც ბანკი/სადაზღვევო ორგანიზაცია იღებს გარიგებაში მონაწილე პირის წინაშე და რომლის თანახმადაც, გარიგების პირობების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავად ბანკი/სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს საგარანტიო თანხას.
-
გირავნობა
ვალდებულების შესრულების გარანტი, რომლის დროსაც გარანტად წარმოდგენილია მსესხებლის მოძრავი და/ან არამატერიალური ქონება. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის და/ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დამგირავებელს შეუძლია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს დაგირავებული ნივთის რეალიზაციით (გაყიდვით) და/ან საკუთრებაში გადაცემით.
-
გრანტი
გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახრები ფულაადი ან ნატურალური ფორმით. გრანტი როგორც წესი, გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.