კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

  • ბანკი
    ფინანსური დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ფინანსურ ოპერაციას, მათ შორის, გასცემს სესხებს, იღებს დეპოზიტებს, აწარმოებს ფულად ანგარიშსწორებას და ა.შ. ...
  • ბანკომატი

    თვითმომსახურების ელექტრონული პროგრამულ­-­ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც საგადახდო ბარათის მფლობელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია ანგარიშიდან ნაღდი ფულის გამოტანა (ზოგიერთი ბანკომატით – ფულის ანგარიშზე შეტანაც), ანგარიშზე არსებული ნაშთის შემოწმება, გადახდების შესრულება და სხვა.

  • ბიზნესგეგმა

    დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობისა და ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ და, ასევე, ასახავს საწარმოს მომავალი განვითარების გეგმას.

  • ბიზნესოვერდრაფტი

    საფინანსო ინსტიტუტის მიერ მეწარმეებისთვის განკუთვნილი მოკლევადიანი სესხის სახეობა, რომელიც გათვალისწინებულია მოკლევადიანი ვალდებულებების გასასტუმრებლად, მაგ.: ხელფასი, იჯარა და სხვ. ბიზნესოვერდრაფტი დაიშვება მეწარმის/საწარმოს მიმდინარე ანგარიშზე.