კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

  • პინ­­კოდი

    საგადახდო ბარათების პინკოდი (წარმოდგება აბრევიატურისგან PIN - Personal Identification Number ) - რამდენიმე ციფრისგან შემდგარი საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც საჭიროა ბანკომატისა და პოსტერმინალის საშუალებით ოპერაციების შესასრულებლად. ბარათის მფლობელს საგადახდო ბარათის აღებისას, როგორც წესი, პინკოდი ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით ან გადაეცემა დალუქული კონვერტით.

  • პირგასამტეხლო

    გამსესხებელსა და მსესხებელს შორის წინასწარ შეთანხმებული სანქცია/ჯარიმა, უმეტესად გამოხატული დამატებით გადასახდელი თანხით ან გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის ოდენობით, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (მაგ.: სესხის დასაფარად საჭირო შენატანის დაგვიანებით განხორციელებისთვის).

  • პირობითი ფრანშიზა

    პირობითი ფრანშიზა - თანხა, რომლის ფარგლებშიც დამდგარი ზიანი თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს არ ანაზღაურდება, თუმცა, თუ ზიანმა გადააჭარბა პირობითი ფრანშიზის ოდენობას, მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სრულად.

  • პრობლემური აქტივების მართვის კომპანია
    სპეციალიზებული ორგანიზაცია, რომელსაც ფინანსური ორგანიზაცია სამართავად გადასცემს ვადაგადაცილებულ სესხებს, რომლებსაც მომხმარებელი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი დაგვიანებებით, არასრულად ან საერთოდ ვერ იხდის ...
  • პროცენტი მარტივი (პროცენტის დარიცხვის მარტივი მეთოდი)
    პროცენტის დარიცხვის მეთოდი მარტივია, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თანხაზე პროცენტის დარიცხვა ხდება ერთჯერადად, ვადის გასვლისას ...
  • პროცენტი რთული (პროცენტის დარიცხვის რთული მეთოდი)

    პროცენტის დარიცხვის მეთოდი რთულია, თუ წლიური საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა ხდება პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე და ამასთან, ყოველი შემდეგი დარიცხვა ხდება ძირ თანხასა და უკვე დარიცხული პროცენტის ჯამზე.