ტერმინები
-
ხანდაზმულობა
კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, რომლის გასვლის შემდგომაც პირს სხვა პირის მიმართ ეკარგება მოთხოვნის უფლების იძულებითი აღსრულების შესაძლებლობა. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. თუ მოვალემ, ხანდაზმულობის მიუხედავად, მაინც შეასრულა თავისი ვალდებულება, მაშინ მას არ შეუძლია ხანდაზმულობაზე მითითებით უკან გამოითხოვოს შესრულება.
-
ხელშეკრულება
ორ ან მეტ მხარეს შორის არსებული იურიდიული ძალის მქონე შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს შეთანხმების პირობებს, მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
-
ხელშეკრულების თავსართი
ხელშეკრულების შესავალი ნაწილი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების შესახებ და რომლის გაფორმების ვალებულება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნიათ ფინანსურ ორგანიზაციებს რიგი საკრედიტო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების გაფორმებისას.