კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბანკი

ფინანსური დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ფინანსურ ოპერაციას, მათ შორის, გასცემს სესხებს, იღებს დეპოზიტებს, აწარმოებს ფულად ანგარიშსწორებას და ა.შ.

განასხვავებენ ეროვნულ/ცენტრალურ, კომერციულ, საინვესტიციო და სხვა ბანკებს. ეროვნული/ცენტრალური ბანკი ქვეყანაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკასა და ფინანსური სექტორის ზედამხედველობას ახორციელებს, კერძო პირებს კი არ ემსახურება, ამის გამო მას ბანკთა ბანკსაც ეძახიან. სხვა ტიპის ბანკების ძირითადი მომხმარებლები კი კერძო ფიზიკური და იურიდიული პირები არიან და მათი საქმიანობაც კომერციული მიზნებს ემსახურება. საქმიანობა, რომლის განხორციელების უფლებამოსილებაც აქვთ ბანკებს, როგორც წესი, იმ ქვეყნის კანონდმებლობით განისაზღვრება, რომელშიც ისინი ფუნქციონირებენ.

 

სხვა ტერმინები