ფინანსური განათლების სპექტაკლი „წინ და წინ - ფინანსობანა“ 8-12 წლის მოზარდებისთვის შექმნილი პირველი ფინანსური განათლების სპექტაკლია, რომლის მთავარი გმირები ბავშვებს თამაშითა და ინტერაქციით ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს ასწავლიან, როგორებიცაა: დაზოგვა, ბიუჯეტირება, მეწარმეობა, ფინანსური მიზნების დასახვა და ფინანსური უსაფრთხოება.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის შემოდგომაზე სპექტაკლის ჩვენება შედგა თბილისსა და საქრთველოს 7 ქალაქში, რომელსაც 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო. წელს კი განათლების მაქსიმალურად თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გასტროლები მაღალმთიან რეგიონებში დაიგეგმა, სადაც მსგავს საგანმანათლებლო აქტივობებზე ხელმისაწვდომობა შედარებით შეზღუდულია.
ფინანსური განათლების ამაღლება სახალისო, საინტერესო და ინოვაციური გზებით ბავშვებისთვის მარტივად აღსაქმელს და დასამახსოვრებელს ხდის ინფორმაციას. სწორედ ამიტომ ფინედუ აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო პროცესებში განსხვავებული და ეფექტური მიდგომების გამოყენებას ფინანსურად პასუხისმგებლიანი თაობის ჩამოყალიბების მიზნით.