რა უნდა გაითვალისწინოთ აქციებში ინვესტირებამდე?
თუ თანხის აქციებში ინვესტირებას გადაწყვეტთ, აქ შეგიძლიათ გაეცნოთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც უნდა შეისწავლოთ, რათა გონივრული გადაწყვეტილება მიიღოთ:
ზოგადი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ აქციის ფასის დინამიკაზე:
- ადგილობრივი, დაკავშირებული და საერთაშორისო ბაზრების ეკონომიკური, პოლიტიკური და ფინანსური გარემო და მათი გავლენა კომპანიის ბიზნესზე;
- ადგილობრივი, დაკავშირებული და საერთაშორისო ბაზრების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის საპროცენტო განაკვეთების დინამიკა, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები, გაცვლითი კურსის ცვალებადობა და სხვა;
- კომპანიის საქმიანობის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ფაქტორები;
- ინვესტორთა მოლოდინები.
ინფორმაცია კომპანიაზე, რომლის აქციების შეძენაზეც ფიქრობთ:
- კომპანიის პერიოდული ანგარიშები (წლიური და ნახევარწლიური ანგარიშები, მათ შორის ფინანსური ანგარიშგებები);
- პროსპექტით გამჟღავნებული ინფორმაცია;
- კომპანიასა და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეები და სხვადასხვა ტიპის კვლევები.
მთავარი მაჩვენებლები აქციის გამომშვები კომპანიის ფინანსურ მდგომარეობის შესაფასებლად:
- კომპანიის მომგებიანობის კოეფიციენტები;
- კომპანიის გადახდისუნარიანობის/მდგრადობის კოეფიციენტები;
- კომპანიის ლიკვიდურობის კოეფიციენტები;
- კომპანიის საოპერაციო ეფექტურობის მაჩვენებლები;
- სხვა, აქციების ფასთან დაკავშირებული კოეფიციენტები.
როგორ ხდება აქციებით ვაჭრობა?
აქციებით ვაჭრობა, როგორც წესი, ხორციელდება საფონდო ბირჟებსა და ე.წ. OTC (Over-The-Counter) ბაზრებზე. სააქციო საზოგადოებების აქციებით ვაჭრობა შესაძლებელია:
შუამავლის მეშვეობით
შუამავლის (საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის) ჩართულობა აუცილებელია, თუ გარიგება იდება საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებულ აქციებზე. ამგვარი გარიგება რეგისტრირდება შესაბამის შუამავალთან.
შუამავლის გარეშე
ინვესტირებამდე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქციით ვაჭრობა დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის საკომისიო ხარჯებთან.
თაღლითობის პრევენცია