კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მომავალი ღირებულება - ზრდის განაკვეთი

ეს კალკულატორი შესაძლებლობას გაძლევთ დაითვალოთ ანუიტეტის (როგორც ჩვეულებრივი ისე წინასწარი), ზრდის განაკვეთი მომავალი ღირებულებისა და წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული პერიოდული ფულის ნაკადების გათვალისწინებით.

აღნიშნული კალკულატორი წარმოადგენს ანუიტეტის კალკულატორის ერთ-ერთ ნაირსახეობას. ანუიტეტის კალკულატორი დაგეხმარებათ გამოიანგარიშოთ მომავალი ღირებულებისა და მიმდინარე ღირებულების ანუიტეტთან დაკავშირებული ყველა ცვლადი. ეს კალკულატორი შეგიძლიათ გამოიყენოთ ინვესტირებისას/ვალდებულების  აღებისას, თუ თქვენს მიერ არჩეული ფინანსურ ინსტრუმენტზე წინასწარ განსაზღვრულ პერიოდის განმავლობაში თანაბარი პერიოდულობით გექნებათ ფიქსირებული ფულის ნაკადები, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრული იქნება რთული პროცენტით. 

გაითვალისწინეთ, რომ კალკულატორები ეფუძნება გარკვეულ დაშვებებს და გამოთვლები საორიენტაციოა. კონკრეტული შემთხვევებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება დასკვნების გამოტანამდე თუ გადაწყვეტილებების მიღებამდე, სხვა დამატებით, სპეციფიკური ფაქტორების გათვალისწინება.

კალკულატორი იყენებს წლიურ მონაცემებს; განსხვავებული პერიოდულობის/გადახდის სიხშირის (ნახევარწლიური, კვარტლური, თვიური, დღიური) შემთხვევაში, საჭირო იქნება ცვლადების(ზრდის განაკვეთი, ანუიტეტის ხანგრძლივობა, ყოველწლიური გადახდები) შესაბამისად დაკორექტირება.



ანუიტეტი (წლიური თანმიმდევრული ფულადი ნაკადი), რომელიც ფიქსირებული პერიოდულობით ახორციელებს ფიქსირებულ გადახდებს. თუ ანუიტეტის გადახდა ხდება რიგითი პერიოდის ბოლოს, იგი წარმოადგენს ჩვეულებრივ ანუიტეტს, ხოლო თუ გადახდა ხდება რიგითი პერიოდის დასაწყისში - წინასწარ ანუიტეტს.
პერიოდი რომლის განმავლობაშიც იღებთ ფულად ნაკადებს. კალკულატორი ცვლადს აღიქვამს წლიურად.
თანხა რომელსაც იღებთ/იხდით ფიქსირებული/თანაბარი პერიოდულობით. კალკულატორი ცვლადს აღიქვამს წლიურად.
ფულადი ნაკადების ჯამური სამომავლო ღირებულება კონკრეტული სამომავლო თარიღისთვის, განსაზღვრული საპროცენტო/ზრდის განაკვეთის გათვალისწინებით.
ზრდის განაკვეთი