კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მიმდინარე ღირებულება

ეს კალკულატორი შესაძლებლობას გაძლევთ დაითვალოთ მიმდინარე ღირებულება ანუიტეტისთვის (როგორც ჩვეულებრივი ისე წინასწარი) წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული პერიოდული ფულის ნაკადისა და ზრდის განაკვეთის გათვალისწინებით.

აღნიშნული კალკულატორი წარმოადგენს ანუიტეტის კალკულატორის ერთ-ერთ ნაირსახეობას. ანუიტეტის კალკულატორი დაგეხმარებათ გამოიანგარიშოთ მომავალი ღირებულებისა და მიმდინარე ღირებულების ანუიტეტთან დაკავშირებული ყველა ცვლადი. ეს კალკულატორი შეგიძლიათ გამოიყენოთ ინვესტირებისას/ვალდებულების  აღებისას, თუ თქვენს მიერ არჩეული ფინანსურ ინსტრუმენტზე წინასწარ განსაზღვრულ პერიოდის განმავლობაში თანაბარი პერიოდულობით გექნებათ ფიქსირებული ფულის ნაკადები, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრული იქნება რთული პროცენტით. 

გაითვალისწინეთ, რომ კალკულატორები ეფუძნება გარკვეულ დაშვებებს და გამოთვლები საორიენტაციოა. კონკრეტული შემთხვევებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება დასკვნების გამოტანამდე თუ გადაწყვეტილებების მიღებამდე, სხვა დამატებით, სპეციფიკური ფაქტორების გათვალისწინება.

კალკულატორი იყენებს წლიურ მონაცემებს; განსხვავებული პერიოდულობის/გადახდის სიხშირის (ნახევარწლიური, კვარტლური, თვიური, დღიური) შემთხვევაში, საჭირო იქნება ცვლადების(ზრდის განაკვეთი, ანუიტეტის ხანგრძლივობა, ყოველწლიური გადახდები) შესაბამისად დაკორექტირება.



განაკვეთი პროცენტულად ასახავს წლიურ შემოსავალს პირვანდელი ინვესტირებული საერთო თანხის გათვალისწინებით.
პერიოდი რომლის განმავლობაშიც იღებთ ფულად ნაკადებს. კალკულატორი ცვლადს აღიქვამს წლიურად.
თანხა რომელსაც იღებთ/იხდით ფიქსირებული/თანაბარი პერიოდულობით. კალკულატორი ცვლადს აღიქვამს წლიურად.
მიმდინარე ღირებულება ჩვეულებრივი: წინასწარი: