კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მიმდინარე ღირებულება - ანუიტეტის ხანგრძლივობა

ეს კალკულატორი შესაძლებლობას გაძლევთ დაითვალოთ ანუიტეტის (როგორც ჩვეულებრივი ისე წინასწარი) პერიოდის ხანგრძლივობა, მიმდინარე ღირებულებისა და წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული პერიოდული ფულის ნაკადის გათვალისწინებით.

აღნიშნული კალკულატორი წარმოადგენს ანუიტეტის კალკულატორის ერთ-ერთ ნაირსახეობას. ანუიტეტის კალკულატორი დაგეხმარებათ გამოიანგარიშოთ მომავალი ღირებულებისა და მიმდინარე ღირებულების ანუიტეტთან დაკავშირებული ყველა ცვლადი. ეს კალკულატორი შეგიძლიათ გამოიყენოთ ინვესტირებისას/ვალდებულების  აღებისას, თუ თქვენს მიერ არჩეული ფინანსურ ინსტრუმენტზე წინასწარ განსაზღვრულ პერიოდის განმავლობაში თანაბარი პერიოდულობით გექნებათ ფიქსირებული ფულის ნაკადები, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრული იქნება რთული პროცენტით.

გაითვალისწინეთ, რომ კალკულატორები ეფუძნება გარკვეულ დაშვებებს და გამოთვლები საორიენტაციოა. კონკრეტული შემთხვევებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება დასკვნების გამოტანამდე თუ გადაწყვეტილებების მიღებამდე, სხვა დამატებით, სპეციფიკური ფაქტორების გათვალისწინება.

კალკულატორი იყენებს წლიურ მონაცემებს; განსხვავებული პერიოდულობის/გადახდის სიხშირის (ნახევარწლიური, კვარტლური, თვიური, დღიური) შემთხვევაში, საჭირო იქნება ცვლადების(ზრდის განაკვეთი, ანუიტეტის ხანგრძლივობა, ყოველწლიური გადახდები) შესაბამისად დაკორექტირება.



ანუიტეტი (წლიური თანმიმდევრული ფულადი ნაკადი), რომელიც ფიქსირებული პერიოდულობით ახორციელებს ფიქსირებულ გადახდებს. თუ ანუიტეტის გადახდა ხდება რიგითი პერიოდის ბოლოს, იგი წარმოადგენს ჩვეულებრივ ანუიტეტს, ხოლო თუ გადახდა ხდება რიგითი პერიოდის დასაწყისში - წინასწარ ანუიტეტს.
განაკვეთი პროცენტულად ასახავს წლიურ შემოსავალს პირვანდელი ინვესტირებული საერთო თანხის გათვალისწინებით.
თანხა რომელსაც იღებთ/იხდით ფიქსირებული/თანაბარი პერიოდულობით. კალკულატორი ცვლადს აღიქვამს წლიურად.
სამომავლო ფულადი ნაკადების საპროცენტო (ზრდის) განაკვეთით დისკონტირებული მიმდინარე ღირებულება.
ანუიტეტის ხანგრძლივობა