კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულები გამოვლენილია

 

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი სახელწოდებით "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" დასრულებულია.

კონკურსი მიეძღვნა 2 მაისს, დაზღვევის დღეს საქართველოში და მისი მიზანი იყო მოსახლეობაში დაზღვევის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, კონკურსანტების მხრიდან პოპულარული ენითა და საინტერესო ვიზუალით წარმოდგენილი მასალების გავრცელების გზით.  

კონკურსი ითვალისწინებდა ნამუშევრების მიღებას ორ კატეგორიაში: კატეგორია  "პოსტერი და სლოგანი" და კატეგორია "ბლოგი" (კონკურსის დეტალური პირობები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე)

კონკურსში 200-მდე ნამუშევარი შემოვიდა, რომლებიც ავტორის მიუთითებლად, დაშიფრული სახით მიეწოდათ ჟიურის.

ჟიური

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ შემდეგი ორგანიზაციის წარმომადგენლები:

  • საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია
  • სს "არდი დაზღვევა"
  • სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო"
  • სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა"
  • სს "პსპ დაზღვევა"
  • სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია"
  • სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი"
  • სს "სადაზღვევო კომპანია იმედი ელი"
  • საქართველოს ეროვნული ბანკი (წარმოდგენილი იყო ფინედუ-ს სახით)

შეფასების კრიტერიუმები

წარმოდგენილი ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა კონკურსის პირობებით დადგენილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

კატეგორიაში "პოსტერი და სლოგანი":

  • ვიზუალის კრეატიულობა, ორიგინალურობა;
  • ნამუშევრის შინაარსის აღქმის სიმარტივე;
  • სლოგანი საინტერესოა და მომხმარებელს დაზღვევის/სადაზღვევო პროდუქტით სარგებლობის სურვილს აღუძრავს.

კატეგორიაში "ბლოგი":

  • თემის ორიგინალურობა/გადმოცემის ორიგინალური სტილი;
  • ნამუშევრის შინაარსის აღქმის სიმარტივე;
  • საუკეთესო პრაქტიკული რჩევები.

გამარჯვებულები

ჟიურის შეფასებების შეჯერების საფუძველზე გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:

კატეგორიაში "პოსტერი და სლოგანი"

I ადგილი - თეკლა ბარამაშვილი - პოსტერისთვის "წარმოუდგენელიც ხდება!"

მეტა_აღწერა_აქ
თეკლა ბარამაშვილი

II ადგილი - თეიმურაზ ყალიჩავა - პოსტერისთვის "ყველაფერს ვერ იწინასწარმეტყველებ"

მეტა_აღწერა_აქ
თეიმურაზ ყალიჩავა

კატეგორიაში "პოსტერი და სლოგანი"

I ადგილი - ნათია როსტიაშვილი - ბლოგისთვის "რა დავაზღვიოთ, თავო ჩემო?"

II ადგილი - ავდინა ჯაოშვილი - ბლოგისთვის "როგორ დასრულდებოდა ზღაპრები, პერსონაჟებს დაზღვევა რომ ჰქონოდათ?"

 

პრიზები და დაჯილდოება

კონკურსის პირობების შესაბამისად, 1-ელ ადგილზე გასულ გამარჯვებულებს 2,000 ლარის ოდენობის, ხოლო მე-2 ადგილზე გასულ გამარჯვებულებს 1,000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები გადაეცემათ.

გამარჯვებულების დაჯილდოება მოხდება 2 მაისს, დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ ღონისძიებაზე.

კონკურსგარეშე რჩეულები

დამატებით, სსიპ "საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ დასახელდა რჩეული კონკურსანტი კატეგორიაში "ბლოგი" - ამირან ხიმშიაშვილი ნამუშევრით: "დაზღვევა: მეტი დაცვა, ნაკლები რისკი!", ხოლო ფინედუს გუნდის მიერ კატეგორიაში "პოსტერი და სლოგანი" - კონკურსანტი ლაშა კოტორაშვილი ნამუშევრით "ის ფაქტი, რომ დაზღევა გაუთვალისწინებელი რისკებისგან გიცავს, სულაც არ არის ზღაპარი!"  

მეტა_აღწერა_აქ
ლაშა კოტორაშვილი
 

კონკურსის ორგანიზატორების ჯგუფი ფინალისტებს ულოცავს გამარჯვებას და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს. აქვე, მადლობა უხდის ყველა მონაწილეს ჩართულობისა და არაერთი საინტერესო ნამუშევრისათვის. ფინედუზე ეტაპობრივად დაიდება ის ნამუშევრებიც, რომლებმაც კონკურსში გამარჯვება ვერ მოიპოვეს, თუმცა საინტერესოდ ეხმიანებოდნენ მის იდეას.

დაზღვევის დღის შესახებ

დაზღვევის დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველოში წელს ჩაეყარა საფუძველი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, ფინანსური განათლების პორტალის www.finedu.gov.ge და სსიპ "საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, ასევე, სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების  - სს "არდი დაზღვევის", სს "ბბ დაზღვევის", სს "გრინ დაზღვევა საქართველოს", სს "დაზღვევის კომპანია ქართუს", სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს", სს "თიბისი დაზღვევის", სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევის", სს "პსპ დაზღვევის", სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას", სს "სადაზღვევო კომპანია  ჯი პი აი ჰოლდინგის", სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგის", სს "სადაზღვევო კომპანია ალფას", სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას",  სს "სადაზღვევო კომპანია იმედი ელის", სს "სადაზღვევო კომპანია პრაიმის", სს "სადაზღვევო კომპანია ტაოს" და სს "სადაზღვევო კომპანია უნისონის" ჩართულობით.